1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1.15K
0

ვერძი

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ახლობელ ადამიანებს მხარი დაუჭიროთ და შეცდომის გამოსწორებაში დაეხმაროთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას – ის თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხებს და სწორ მიმართულებას დაგანახვებთ. ეცადეთ, ამ დღეს ახალი ადგილები მოინახულოთ და ახალ ადამიანებს შეხვდეთ. უპირატესობა მარტივ და სასიამოვნო საქმეებს მიანიჭეთ – ახლა რთული პროექტებისთვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ.

კურო

გირჩევთ, ეს დღე სრულფასოვან დასვენებას დაუთმოთ – ის აკეთეთ, რაც გსიამოვნებთ და მეგობრებთან ერთად გაერთეთ. ახლა ყველაზე მეტად სამსახურის პრობლემებისგან დასვენება და რთული კვირის წინ ძალების აღდგენა გჭირდებათ. ეცადეთ, საკუთარ სიტყვებს და მოქმედებებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ.

ტყუპები

მძაფრი შეგრძნებების სურვილით შეიძლება საეჭვო ავანტიურაში ჩაერთოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამან შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ და თქვენი საფულე დააცარიელოს. სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, მისი მოსალოდნელი შედეგები უნდა გათვალოთ. მაგას აჯობებს, თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზე იფიქროთ, მით უმეტეს, რომ ახლა მეტი თავისუფალი დრო გაქვთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, თქვენი წარმოსახვა აამუშაოთ და რთული საკითხები არასტანდარტული ხერხით გადაჭრათ. ასე სირთულეების დაძლევას და სასურველი შედეგის მიღწევას უფრო ადვილად შეძლებთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, თუ საჭიროა – რჩევა გამოცდილ ადამიანებსაც უნდა სთხოვოთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ყველაფერი გამოვა.

ლომი

ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას გპირდებიან. შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს ან შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ადამიანს საკუთარი წარსულიდან. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობელი ადამიანების მიმართ. მოერიდეთ დაუსაბუთებელ კრიტიკას და გული არავის ატკინოთ.

ქალწული

ამ დღეს სამსახურის არსებობა უნდა დაივიწყოთ. ახლა ყველაზე მეტად საზრუნავისგან გათავისუფლება და დასვენება გჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ დადებით ადამიანებთან იურთიერთოთ და სასიამოვნო თემებზე ისაუბროთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დროა, რომ თანამოაზრეებთან ერთად საინტერესო საკითხები განიხილოთ და ერთმანეთს საინტერესო იდეები გაუზიაროთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი და არცთუ სასიამოვნო მოვლენები გელით, თუმცა ეს დროებითი სირთულეებია. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და წვრილმანებზე არ იღელვოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და ერიდეთ ინფექციურ დაავადებებს.

მორიელი

ამ დღეს დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. იფიქრეთ, თუ როგორ შეიძლება საკუთარი გატაცება შემოსავლის წყაროდ აქციოთ. შეიძლება მოულოდნელ სირთულეს შეეჯახოთ, მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევთ, რომ ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე იყაროთ. შეცვალეთ დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება და ყველაფერი კარგად იქნება.

მშვილდოსანი

რთული კვირის შემდეგ თავს გადაღლილად და მოდუნებულად გრძნობთ. დროა, სამუშაო პრობლემებისგან დაისვენეთ და სიმშვიდე დაიბრუნოთ. ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. საყვარელ ადამიანებთან გატარებული დრო ბევრ დადებით ემოციას გაჩუქებთ და განწყობას აგიმაღლებთ. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ.

თხის რქა

ამ დღეს მაღაზიებში სიარული სასარგებლო იქნება – სავარაუდოდ, სასურველ ნივთს ხელსაყრელ ფასად შეიძენთ. ვარსკვლავები გირჩევენ, უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ, რადგან უახლოეს ხანებში ფული უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის დაგჭირდებათ. ახალი ემოციების დევნამ შეიძლება უსიამოვნო ამბავში გაგხვიოთ, ამიტომ ნებისმიერ მიწვევას სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ.

მერწყული

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და ოპტიმისტური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. ამ დღის ტენდენციებს დიდხანს იგრძნობთ.

თევზები

ეცადეთ, ეს დღე სასარგებლოდ გამოიყენოთ და დიდი ხნის წინ თაროზე შემოდებული საქმე დაასრულოთ. რაღაც შემთხვევამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ და გეგმების შეცვლა გაიძულოთ. გადაწყვეტილების მიღებისას უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და პასუხის გაცემა არ იჩქაროთ, რათა შეცდომები თავიდან აირიდოთ.