1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6.94K
0

ვერძი

ვერძებო, მებრძოლი ბუნება ამ დღის გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, მხარდაჭერის გარეშე, მარტო მუშაობა მოგიწევთ, სირთულეებსაც დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდეთ. ეცადეთ, უფრო ხშირად ისეირნოთ და ახალ, საინტერესო ადგილებს ეწვიოთ, სადაც სიურპრიზები გელით.

კურო

სიტუაციას ნუ ართულებთ და ბუზისგან სპილოს ნუ ქმნით. პრობლემის გაზვიადებით შეიძლება მართლაც სერიოზული პრობლემები მიიზიდოთ. ეცადეთ, ადამიანების მიმართ მეტი კეთილგანწყობა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, რომ ახლობელ ადამიანებს, კრიტიკაზე მეტად, თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

ტყუპები

გირჩევთ, მოვლენები არ დააჩქაროთ და სამუშაო რიტმში მშვიდად, ძალდაუტანებლად შეხვიდეთ. მოგებიანი და საინტერესო შეთავაზება გელით, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან კამათს და დაპირისპირებას, რაც თქვენს ურთიერთობა უარყოფითად აისახება.

კირჩხიბი

განწყობა ხშირად გეცვლებათ, ამიტომ გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, რომ საყვარელ ადამიანს საკუთარი უხეშობით გული არ ატკინოთ. მოერიდეთ ხალხმრავლობას. უმჯობესია ეს დღე მარტომ, საყვარელი საქმის კეთებაში ან დასვენებაში გაატაროთ. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელსაც ბოლომდე ვერ მიიყვანთ.

ლომი

მთელ დღეს ახლობლებისა და მეგობრების პრობლემებთან გამკლავებას მოანდომებთ, თუმცა სიკეთე მალე ორმაგად დაგიბრუნდებათ. გამონახეთ დრო საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და სახლის მოწესრიგებისთვის. ეცადეთ, ინტერიერის გასაფორმებლად რამე ლამაზი ნივთი შეიძინოთ.

ქალწული

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდით და შინაგან ხმას მოუსმინეთ. ახალი საქმე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაიწყოთ, თუ საკუთარ შესაძლებლობებში სრულად დარწმუნებული ხართ. ამ დღეს საქმიანი წინადადებები შეგიძლიათ თამამად მიიღოთ – შედეგი თქვენს მოლოდინს გაამართლებს.

სასწორი

დაძაბული, მაგრამ წარმატებული და საინტერესო დღეა. უმნიშვნელო პრობლემებზე არ უნდა ინერვიულოთ – ვარსკვლავებს თუ დავუჯერებთ, ამ დღეს ყველა დავალებას გაუმკლავდებით და ყველა კამათიდან გამარჯვებული გამოხვალთ. ინფორმაცია, რომელსაც დღეს მიიღებთ, შეიძლება მომავალში თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მორიელი

ამ დღემ რომ წარმატება მოგიტანოთ, ცოტა მეტი აქტიურობა გჭირდებათ. უჩვეულოა, მაგრამ, ამჯერად, დაგეგმილ მოქმედებაზე მეტად იმპროვიზაცია და ინტუიციური მოქმედება გაამართლებს. ცვალებად გარემოებებთან ადაპტაცია თქვენს საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს.

მშვილდოსანი

უარი თქვით გატკეპნილ ბილიკებზე და მოქმედების ახალი, ორიგინალური გზები ეძებეთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს, რომლებმაც დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. თანამოსაუბრე ფრთხილად და ყურადღებით შეარჩიეთ. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს.

თხის რქა

დაივიწყეთ თავმდაბლობა. გირჩევთ, გარშემო მყოფებს საკუთარი წარმატებების ან საინტერესო გეგმების შესახებ უამბოთ და თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ. ეს ხელსაყრელი შეთავაზების მიღებასა ან გავლენიანი სპონსორების პოვნაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, საქმემ, რომელიც უიმედო გეგონათ, სასურველი შედეგი მოგიტანოთ.

მერწყული

რთული იქნება, მაგრამ საყვარელ ადამიანებთან კამათი ან დაძაბული საუბარი თავიდან უნდა აიცილოთ. გირჩევთ ყველა ერთობლივი აქტივობა სხვა დროისთვის გადაიტანოთ და ეს დღე სიმშვიდეში გაატაროთ. შესაძლოა, ამ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მიიღოთ. მთავარია, კითხვები დასვათ.

თევზები

ეცადეთ, ფინანსური ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების ყიდვას მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, რთულ ვითარებაში აღმოჩნდეთ. ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობებთან – შესაძლოა, ვიღაცამ საკუთარი ინტერესებისთვის თქვენი გამოყენება სცადოს.