9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ადამიანი, რომელიც თითქმის გააღმერთეთ, თქვენს იმედებს ვერ გაამართლებს, მაგრამ ეცადეთ, ამ იმედგაცრუებაზე ბევრი არ იფიქროთ.
დაოჯახებულ ვერძებს რთული საკითხების მოგვარება მოუწევთ, რომლებიც ბავშვებსა და მათ ჯანმრთელობას უკავშირდება, თუმცა, წინ უფრო მშვიდი და სასიამოვნო პერიოდი გელით.
პლანეტები გირჩევენ ძვირად ღირებულ სამშენებლო მასალებზე ფულის დახარჯვას მოერიდოთ — სჯობს ინტერიერი უფრო ეკონომიური მასალებით განაახლოთ.
მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ნეგატიურ ემოციებს იწვევენ. თქვენი აურა დასუსტებულია, ამიტომ ადვილად შეიძლება „ენერგეტიკული ვამპირის“ მსხვერპლი გახდეთ.
კურო
ხელსაყრელი დროა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. რაც შეეხება რომანტიკულ განწყობას, ის დროებით მეორე პლანზე გადაინაცვლებს.
ამ დღეს ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ – რამდენიმე დღით გადადეთ და შედეგი ბევრად ეფექტური იქნება.
ძველი ვალების და კრედიტების გასტუმრება აღარ გადაავადოთ.
შესაძლოა ძველმა ტრავმამ ან ქრონიკულმა დაავადებამ თავი შეგახსენოთ. ფრთხილად იყავით – ამ დღეს დაშვებული შეცდომის გამოსწორებას დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.