1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

613
0

ვერძი

უახლოეს დღეებში საქმიანობის ყველა სფეროში არასტაბილურობა გელით. ინტუიცია შესანიშნავად მუშაობს და თუ გეჩვენებათ ან გრძნობთ, რომ ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს, ნამდვილად არ ცდებით. უნდა გაიაზროთ, რომ თქვენი სიმართლე შეიძლება თქვენი პარტნიორის სიმართლისგან განსხვავდებოდეს. აუცილებელი არ არის, თუნდაც ხანგრძლივ და სერიოზულ ურთიერთობაში მყოფნი ადამიანები მოვლენებსა და სიტუაციებს ერთნაირად აღიქვამდნენ. თუ გრძნობთ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტის მოგვარება გიჭირთ, უმჯობესია ურთიერთობის შესანარჩუნებლად კომენტარებისა და ირონიული შენიშვნებისგან თავი შეიკავოთ.

კურო

მშვენიერი დროა იმისათვის, რომ საქმეების დასრულება სამომავლოდ გადადოთ, დაისვენოთ და ახალი მიღწევების წინ ძალები მოიკრიბოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში შემთხვევითი შეხვედრები არ იქნება — ნებისმიერი ნაცნობობა შეიძლება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დასაწყისი გახდეს. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, მცირე, მაგრამ საგრძნობ სარგებელს მოგიტანთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს იხელმძღვანელოთ პრინციპით „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და ქმედებები აკონტროლოთ. თუ შესაძლებელია საქმიანი შეხვედრები და სერიოზული საუბრები უფრო ხელსაყრელ დღეს დაგეგმეთ. გამორიცხული არ არის, რომ დღეს იმ მუშაობის შედეგები იგრძნოთ, სადაც ბევრი დრო და ძალა ჩადეთ. თუ არჩეულ გზას არ გადაუხვევთ, თქვენი კარიერული და ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით მოეკიდოთ ყველაფერს, რასაც დღეს აკეთებთ. შესაძლოა, ხელფასის მომატების შანსი გაგიჩნდეთ. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, არამედ თანამშრომლებსაც — თქვენმა დაუფიქრებელმა სიტყვებმა შეიძლება ურთიერთობებში სიცივე და უნდობლობა შემოიტანოს. ვარსკვლავების განლაგება დაგეხმარებათ, რომ პირადი ცხოვრების პრობლემები მოაგვაროთ. თუ საკუთარ სიმართლეში პარტნიორის დარწმუნებას შეძლებთ, თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა და ახალ ფერებს შეიძენს.

ლომი

დროა, ძველისგან გათავისუფლდეთ და ახალს ადგილი დაუთმოთ. მოაწესრიგეთ სამუშაო ადგილი ან სახლი და დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეები დაასრულეთ — ფიზიკურადაც კი იგრძნობთ, რამდენად გაადვილდება თქვენი სუნთქვა ამის შემდეგ. თუ დიდი ხნის განმავლობაში მარტო ხართ, ეს პერიოდი სასიამოვნო ცვლილებებს მოიტანს. ამ დღეს გარშემო მყოფთა რჩევებს ნაკლები უნდა უსმინოთ — ჩიხურ ვითარებაში საჭირო რჩევებს საკუთარი ინტუიცია გიკარნახებთ.

ქალწული

ამ დღეს მოსალოდნელია დავა, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ შეხედულებებსა და პრინციპებს ეხება. ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს თქვენ წინააღმდეგ მთელმა სამყარომ პირი შეკრა. ეცადეთ, ასეთი ფიქრები დაივიწყოთ და რაიმე სასიამოვნო საქმით დაკავდეთ. ეს დღე ხელსაყრელია კარიერული წინსვლისა და ფინანსური მდგომარეობის გუმჯობესებისთვის. ხელმძღვანელობასთან შეხვედრას შესაძლოა, უახლოეს ხანებში თქვენი დაწინაურება მოჰყვეს.

სასწორი

ეს დღე წარმატებულია იმ სასწორებისთვის, რომლებიც ვაჭრობის სფეროში საქმიანობენ — სავარაუდოდ, ფინანსური მოგება და პროფესიული პოზიციების გამყარება გელით. მზად იყავით გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რომელიც კარიერას არ უკავშირდება, მაგრამ თქვენს ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. დიდი ხნის წინ დაგეგმილი შესყიდვები ხელსაყრელი იქნება, იმპულსური შენაძენი კი იმედებს გაგიცრუებთ. მოერიდეთ მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

მორიელი

ამ პერიოდში ეცადეთ, მაქსიმალური ინიციატივა გამოიჩინოთ, რისი უნარიც უდავოდ გაქვთ. მოვლენები, რომლებიც ახლა ვითარდება, თქვენს მომავალზე დიდ გავლენას მოახდენს. საკუთარ ძალებში ეჭვი არ შეგეპაროთ, რადგან წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ყველაზე რთული სიტუაციების მოგვარებაში დაგეხმარებათ. თუ ბევრი შეკითხვა დაგიგროვდათ, მათ განხილვას ნუ გადადებთ. კეთილგანწყობა და თავშეკავება თქვენს მომავალ ურთიერთობებზე სასიკეთოდ აისახება.

მშვილდოსანი

ამ დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯანმრთელობისთვის დრო გამონახოთ. ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშიც რომ გქონდეთ, პროფილაქტიკური კვლევები პერიოდულად აუცილებელია, რათა დატვირთულმა გრაფიკმა ადრე თუ გვიან პრობლემები არ გამოიწვიოს. ამ დღეს შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი სულიერი თანამგზავრი გახდება. თუ მთელ დღეს ოთხ კედელში არ დარჩებით, ასეთი შეხვედრის ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თხის რქა

დღის პირველ ნახევარში სირთულეები მოსალოდნელი არ არის. საღამოს მოემზადეთ ახალი და აქამდე უცნობი საკითხების გადასაჭრელად. ხელსაყრელია მსხვილი კონტრაქტებისა და სერიოზული გარიგებების დადება. ფინანსური ინვესტიციებიც ძალიან წარმატებული იქნება და მალე მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. გარდა ამისა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა შეიძლება რაღაც ახალი და საინტერესო საქმე შემოგთავაზონ.

მერწყული

ამ დღეს თქვენი ცხოვრება მშვიდად მიმავალ მდინარეს ჰგავს. მკვეთრი ცვლილებების ან მნიშვნელოვანი მოვლენების მოლოდინი არც უახლოეს დღეებში უნდა გქონდეთ. გირჩევთ, ამ სიმშვიდით ისარგებლოთ და ძალა მოიკრიბოთ. სასურველია, რომ ოჯახსა და საოჯახო საქმეებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. ეწვიეთ ნათესავებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ, ტრადიციად აქციეთ სუფთა ჰაერზე ერთობლივი სეირნობა. დადგა დრო, როდესაც გრძნობები და ემოციები უნდა მოთოკოთ და სიტუაცია მხოლოდ ცივი გონებით შეაფასოთ. შესაძლოა, ბოლო დროს უყურადღებოდ დატოვეთ ის, რაც თქვენს ურთიერთობაში ხდება და ამის შედეგებს იმკით.

თევზები

ვარსკვლავების განლაგების მიხედვით, ეს დღე საკუთარი თავისა და მიზნის პოვნაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ იღბალს მიენდოთ, რომელიც არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პირად საქმეებშიც თქვენთანაა. საღამოს არ დაგავიწყდეთ დარეკოთ ნათესავებთან, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ — მათ თქვენთვის სიახლე აქვთ. სამსახურში მოსალოდნელია მცირე უთანხმოება კოლეგებთან ან კლიენტებთან. საღამოს არაფერი დაგეგმოთ — ასეთ რთულ დღეს კარგი დასვენება გჭირდებათ.