1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

654
0

ვერძი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოერიდეთ ზეწოლას და პრეტენზიულობას. დაუგეგმავი შემოსავალი გელით, თუმცა ყველაფერი შვებულებისთვის მზადებაში დაგეხარჯებათ.

კურო

ხელსაყრელი დღეა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. გირჩევთ, დღესვე ამოიღოთ ხორცი მენიუდან და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. შეამოწმეთ ვარგისობის ვადა წამლებზე, რომელთა მიღებასაც აპირებთ და არავითარ შემთხვევაში დოზას არ გადააჭარბოთ.

ტყუპები

ეცადეთ, სამსახურში ნაკლები შეცდომა დაუშვათ, რადგან ვიღაც თქვენს საქმიანობას ყურადღებით აკვირდება. ეცადეთ პროფესიული პრობლემების გადაჭრას მეტი ყურადღება მიაქციეთ. ახლობლები საინტერესო და მოგებიანი მიღებაში დაგეხმარებიან. სასურველია, რომ საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ეს დღე კონფლიქტით დაიწყება. შეიძლება, ოჯახის წევრი საქციელის გამო ბევრი ინერვიულოთ. ახალი იდეები დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს თავშეკავებას უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს. გრძნობების გამოხატვა არ უნდა მოგერიდოთ, მით უმეტეს, რომ გულცივი სულაც არ ხართ. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობის დროს.

ქალწული

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. ეცადეთ, მაცდურ შეთავაზებებს არ აჰყვეთ და რეალობის აღქმა არ დაკარგოთ. თქვენმა უხეშობამ და პრეტენზიებმა შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს.

სასწორი

დილიდან რთული და დატვირთული დღე გელით. ალბათ დროა, დაეხმაროთ ადამიანს, ვინც ყოველთვის უანგაროდ გედგათ გვერდში. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უკეთ განახორციელებთ. საყოფაცხოვრებო საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

მორიელი

იქნებ დროა, მცირე გაუგებრობის გამო გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაზე იფიქროთ. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. ბინის გარემონტების სურვილს შესაძლოა, ოჯახის მხარდაჭერა არ მოჰყვეს, რაც ხანგრძლივ დებატებსა და ჩხუბს გამოიწვევს. ეცადეთ ყველა ვითარებაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

თუ საქმიანი წინადადება მიიღეთ, მაშინვე არ უნდა დათანხმდეთ, რადგან შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს. ნუ მოდუნდებით, ოცნების ასრულებამდე ერთი ნაბიჯი დაგრჩათ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ეს დღე ხელსაყრელია ხელოვნებისთვის, მაგრამ არა ბიზნესისთვის – ზედმეტად დაბნეული ხართ და აზრებს თავს ვერ უყრით. კონფლიქტის მხარეების შერიგებას ნუ ეცდებით – ეს მხოლოდ ცეცხლზე ნავთს დაასხამს. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგიტანთ.

მერწყული

ამ დღეს შეძენილი ნივთი მალე იმედებს გაგიცრუებთ. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობის დროს და კამათში ზღვარს არ გადახვიდეთ.

თევზები

ეს დღე უახლოეს ხანებში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. არ არის გამორიცხული, საყვარელი ადამიანის ქმედებებით იმედგაცრუებული დარჩეთ. ახალი გატაცება ძველ ტკივილს დაგავიწყებთ.