1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 7 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან
7 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან

7 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან

198
0

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან შვიდი წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

„გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა შვიდი წლის წინ იმსხვერპლა, უდიდესი უსამართლობა, ჩვენი დიდი ტკივილი და ტრაგედიაა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და ვუთანაგრძნობთ ოჯახს, თუმცა ძალიან რთულია, იპოვო შესაფერისი სიტყვები, რომლებიც ანუგეშებდა და ტკივილს შეუმსუბუქებდა მათ. ჩვენი ქვეყანა დღემდე განიცდის ომის სისასტიკის და ოკუპაციის უმძიმესს შედეგებს, რამაც, გიგა ოთხოზორიასთან ერთად, არაერთი ჩვენი ახალგაზრდის, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ოკუპაციას და მისი მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის, ისევე როგორც ჩვენი ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების გამთლიანებისთვის, ჩვენ ურყევად განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას ყველა სამართლებრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია საქართველოში და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე ყველა პირმა კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.