7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ფრთხილად იყავით, რომ საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ. გახსოვდეთ – თავის მოტყუება კარგს არაფერს მოგიტანთ. სავარაუდოდ, პარტნიორთან შეთანხმების მიღწევას შეძლებთ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ავტომობილის მართვის დროს.
კურო
დილიდან თავს გაღიზიანებულად იგრძნობთ და მთელ დღეს ცვალებად განწყობაზე გაატარებთ. გირჩევთ, საღამოს სილამაზის სალონში ვიზიტი დაგეგმოთ. შესაძლოა, მეუღლის ახლობლებმა რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართონ და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ.
ტყუპები
ამ დღეს შეგიძლიათ რთული საქმის დაწყება და წარმატებით დამთავრება. არ არის გამორიცხული, მოულოდნელი წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, გირჩევთ, მოსალოდნელი შედეგები კარგად გათვალოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. პირველ რიგში, ეს მათ ეხებათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. სხვადასხვა ბიზნესგარიგებაში სოლიდური შემოსავალი გელით.
კირჩხიბი
ეს დღე სასიყვარულო განცდებს, იმედგაცრუებას და ინტრიგებს უკავშირდება. ეცადეთ, ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობაში წონასწორობისა და ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. შესანიშნავი დღეა მეგობრებთან შეხვედრისა და სასიამოვნო საღამოს მოწყობისათვის.
ლომი
ეს დღე კოლეგებთან, ნათესავებთან და ბავშვებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. ბევრი გადაუდებელი საქმე გელით, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი განხორციელებით სარგებელი მიიღოთ. ახალ ბიზნესშეთავაზებაზე უარი არ უნდა თქვათ. საყვარელ ადამიანთან კამათია მოსალოდნელი.
ქალწული
შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ნუ ინერვიულებთ – ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებს მოარგოთ. თუ სამსახურის შეცვლაზე ოცნებობთ, შესაძლოა, ოცნების ასრულების შანსი მოგეცეთ. გამორიცხული არ არის, რომ ძველ შეყვარებულს შეხვდეთ და ურთიერთობა განაახლოთ.
სასწორი
ეცადეთ, ყველასთვის უხილავი გახდეთ და ურთიერთობებისგან თავი შეიკავოთ. ამ დღის მთავარი ამოცანა შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროული გადახდა იქნება. როგორი მომხიბვლელი წინადადებაც არ უნდა მიიღოთ, დათანხმებას ნუ იჩქარებთ. ამას შეიძლება შეცდომები და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები მოჰყვეს.
მორიელი
ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი მორიელებისთვის. სამსახურში განსაკუთრებით პროდუქტიული დღე გელით. ხელსაყრელი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის, თუმცა ეცადეთ, საკამათო საკითხები მშვიდად განიხილოთ.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის – წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ. გირჩევთ, სასიყვარულო პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ – ამჟამად ეს შეხვედრას კარგს არაფერს მოიტანს. სისწრაფე და გამოცდილება საშუალებას მოგცემთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აიღოთ და თითოეული წარმატებით დაასრულოთ.
თხის რქა
დროა, ყველა საქმე გადადოთ და საკუთარი თავი მთლიანად გრძნობებს დაუთმოთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღის მთავარი გამოწვევა ფინანსური პრობლემა გახდეს. ვარსკვლავები შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ.
მერწყული
ეს დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ოჯახში დაძაბული ატმოსფერო გაიძულებთ, რომ საღამო სახლის გარეთ, მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. ფრთხილად იყავით, რათა სპორტულ ვარჯიშს ტრავმა არ მოჰყვეს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება.
თევზები
ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. სასურველია, მძიმე და შრომატევად სამუშაოს მოერიდოთ, რასაც შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვეს. წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როდესაც შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას მოახერხებთ.