1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

787
0

ვერძი

ამ დღეს ნაკლები ილაპარაკეთ, მეტი უსმინეთ და უსარგებლო საქმეებზე ნუ მოცდებით. აუჩქარებლად იმუშავეთ, საქმეს თანმიმდევრულად მიჰყევით და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ. თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი ოცნების ადამიანი გაიცნოთ. დროა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სპორტული ვარჯიშები დაიწყოთ.

კურო

დილას როგორც დაიწყებთ, დღეც ისე გაგრძელდება. მთავარია, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და რთული და გრძელი დღისთვის მოემზადოთ. ოპტიმიზმი და თავდაჯერება ჩანაფიქრის განხოციელებაში დაგეხმარებათ. რომანტიკულ ურთიერთობებში უფრო რბილი და დამთმობი უნდა იყოთ. ეცადეთ, კონფლიქტები როგორც სახლში, ისე სამსახურში თავიდან აიცილოთ. თუ ვინმეს აწყენინეთ, უნდა აღიაროთ და მოიბოდიშოთ.

ტყუპები

ამ დღეს უამრავი პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, მაგრამ საღამოს საშუალება გექნებათ, ძალები აღიდგინოთ და ახალი შთაბეჭდილებები მიიღოთ. ნუ იძუნწებთ, ეცადეთ, ოჯახის წევრები საჩუქრებით გაახაროთ. არახელსაყრელი გარემოებები საშუალებას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ. მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ.

კირჩხიბი

მთელი დღე საკუთარ სიმართლეს ამტკიცებთ და საკუთარი პოზიციების დაცვას ცდილობთ, მაშინაც კი, როცა არავინ გეკამათებათ. ფრთხილად – ამან შეიძლება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დააზიანოს ან სამსახურში პრობლემები შეგიქმნათ. საშუალება გექნებათ, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მოერიდეთ სამსახურში ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს.

ლომი

ამ დღეს შეიძლება ცხოვრებას ახლებურად შეხედოთ. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ საქმიან წინადადებაზე იფიქროთ და კარგად გააზრებული პასუხი გასცეთ. ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და უსარგებლო საუბრებში დრო არ დაკარგოთ. ფინანსური სირთულეების ასაცილებლად, ფული ეკონომიურად უნდა ხარჯოთ. ამ დღეს სხვების რჩევებს ნაკლებად უსმინეთ და საკუთარ ინტუიციას დაუჯერეთ.

ქალწული

სასურველი შედეგის სწრაფად მისაღებად დინებას უნდა მიჰყვეთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. ამ დღეს მოთმინების გამოჩენა ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს, რადგან წარმატებას სწორედ ამის წყალობით მიაღწევთ. სირთულეების მიუხედავად, ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ – პარტნიორებს და მოკავშირეებს თქვენთვის არ სცალიათ. შეცდომების ასაცილებლად, ეცადეთ, მოსალოდნელი რისკები გაითვალისწინოთ.

სასწორი

თუ საქმეს დილიდან შეუდგებით და იაქტიურებთ, თქვენ წინაშე გაიხსნება კარი, რომელიც აქამდე დაკეტილი იყო. გახსოვდეთ, რომ აჩქარება, შეცდომებისა და პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ. ამ დღეს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას და გარშემო მყოფებთან კამათს უნდა მოერიდოთ. თუ ამას ვერ ახერხებთ, უბრალოდ სახლში დარჩით.

მორიელი

თუ გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში დაძაბულობა გაჩნდა და ერთმანეთის აღარ გესმით, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. თუ სამუშაოს ვერ უმკლავდებით, დახმარება კოლეგებს ან პარტნიორებს უნდა სთხოვოთ. საღამოს შეგიძლიათ სამსახურის შესახებ ცოტა ხნით დაივიწყოთ და ახლობელ ადამიანებთან სამომავლო გეგმები განიხილოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც მალე თქვენი ერთგული მოკავშირეები და კარგი მეგობრები გახდებიან. იყავით უფრო გახსნილი სამყაროს მიმართ, გააფართოვეთ ინტერესების სპექტრი და პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. თქვენი იდეა კოლეგების მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებს. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ.

თხის რქა

ამ დღეს გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო წარმატებული იქნება. ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებათ. მალე საშუალება გექნებათ, რომ პროფესიული და კარიერული პოზიციები გაიძლიეროთ. ძველი მეგობრები საჭირო დროს და საჭირო ადგილზე გაჩნდებიან და დაგეხმარებიან. სასიყვარულო ურთიერთობებში მოულოდნელი ცვლილებები გელით.

მერწყული

ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ამ დღეს ყველა დაწყებული საქმე სასურველი შედეგით დასრულდება. დღის პირველ ნახევარში უმჯობესია, საოჯახო საქმეებზე იზრუნოთ, სადილის შემდეგ კი პროფესიული ამოცანების და პარტნიორებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, ფინანსურად მოგებიან გარიგებებს, რომლებიც მალე შემოსავალს მოიტანს, მეტი ყურადღება მიაქციოთ.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოსალოდნელია არახელსაყრელი გარემოებები, რომლებიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო შეხვედრა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს. მთავარია, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და ნამდვილი სიყვარული არ დაკარგოთ.