
უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ვაშინგტონში გაემგზავრა
572
0
უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს.
ვაშინგტონშია თავად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელიც. ერმაკის თქმით, დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები „დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური“ პარტიების წევრებთან და ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
ერმაკის განცხადებით, დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამერიკის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაა. უკრაინული მხარე ამერიკელ პარტნიორებს რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ცნობას მიაწვდის.