1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

460
0

ვერძი

დროა, სტრესულ გარემოს მოწყდეთ და საკუთარ სურვილებსა და სიამოვნებაზეც იფიქროთ. სულ ერთია, ბუნებაში გაისეირნებთ, მუზეუმში წახვალთ თუ უბრალოდ, ტელევიზორს უყურებთ. მთავარია, რომ ახლა ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ.

კურო

კუროებისთვის სახლი ის ადგილია, სადაც სიმშვიდე და სიყვარული სუფევს. როგორც არ უნდა ეცადოთ, რომ თქვენს გარშემო ყველაფერი იდეალურად იყოს, პარტნიორებს შეიძლება სხვა იდეები ჰქონდეთ. ეცადეთ მათ კრიტიკულ შენიშვნებს მშვიდად შეხვდეთ და გაითვალისწინოთ.

ტყუპები

შესანიშნავი შანსი გაქვთ, რომ გარშემო მყოფები საკუთარი საქციელით გააოცოთ და დაფნის გვირგვინი დაიდგათ, თუმცა ვიღაც თუ რაღაც გამუდმებით ხელს გიშლით. გახსოვდეთ რომ პირად ცხოვრებაში აჩქარებით მიზანს ვერ მიაღწევთ. დაელოდეთ, სანამ პარტნიორები მზად იქნებიან თქვენთან სასაუბროდ.

კირჩხიბი

მალე მოვა დრო, როდესაც დღევანდელ მოვლენებზე გულიანად გაგეცინებათ, ამიტომ ნერვიულობა შეწყვიტეთ და გაიღიმეთ ყველაფერზე, რაც ახლა ხდება. იუმორი თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს გადაარჩენს და აუცილებლად დაზოგავს თქვენს ფულს!

ლომი

თუ გსურთ ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოთ, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ და ცოტა დაიცადოთ. დაძაბული კვირის შემდეგ კარგ დასვენებას იმსახურებთ, მაგრამ კიდევ დაცდა მოგიწევთ.

ქალწული

გახსოვდეთ, რომ ინტრიგებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოთ, განსაკუთრებით თუ თქვენგან ნათესავის ზურგს უკან მოქმედებას ითხოვენ. ახლა ძველი წყენისთვის პასუხი მოთხოვნის და ურთიერთობის გარკვევის დრო არაა, ამიტომ დამშვიდდით და დაწყებული საქმე მშვიდად დაასრულეთ.

სასწორი

ეცადეთ დამშვიდდეთ და საკუთარი პრობლემების არსს ჩასწვდეთ. თუ ხვდებით, რომ ამ საქმეს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით, დახმარება საყვარელ ადამიანს ან ძველ მეგობრებს სთხოვეთ. გირჩევთ საღამოს დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ და დახმარება შესთავაზოთ.

მორიელი

ამჟამად თქვენი რთული ემოციური მდგომარეობა პლანეტების არახელსაყრელ განლაგებას უკავშირდება. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჰოროსკოპის ნიშანს ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდობა მიიტანოთ იქ, სადაც ახლა ომია.

მშვილდოსანი

თავდაჯერება გაკლიათ, მაგრამ თქვენი სულიერი და მისტიკური ნახევარი თანდათან იღვიძებს და ოპტიმიზმს გმატებთ. დროა განაახლოთ საკუთარი მისიის ძიება და იპოვოთ პასუხები კითხვებზე, რომლებსაც ყოველთვის უგულებელყოფდით.

თხის რქა

გამუდმებით საკუთარ ბედზე წუწუნებთ, მაგრამ იმან, რაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე განიცადეთ, უფრო ძლიერი გაგხადათ. ნათქვამია, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, ამიტომ საწუწუნო არაფერი გაქვთ.

მერწყული

ფინანსური შეთანხმებების შესახებ დებატები გრძელდება, მაგრამ ეცადეთ თქვენი პოზიცია უფრო გასაგებად ჩამოაყალიბოთ. კარიერული ცვლილებებისთვის ხელსაყრელი დროა. ძველი მეგობრები ახალი სამუშაოს პოვნაში დაგეხმარებიან.

თევზები

გახსოვდეთ, რომ ვიღაც, ვისაც შეიძლება თქვენი ტყუილები ძალიან მობეზრდა, შეიძლება სამუდამოდ დაკარგოთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდეთ.