1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

497
0

ვერძი

ამ დღეს სახეზე გაწერიათ, რომ არაორგანიზებული ხართ და ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. ეს თქვენს ფიქრებსა და წინააღმდეგობრივ ქმედებებშიც გამოიხატება. სამყაროს დაცდა მოუწევს, სანამ თქვენს დაფანტულ აზრებს თავს მოუყრით.

კურო

ფინანსურ ასპარეზზე სიურპრიზი გელით, თუმცა უცნობია, ეს დადებითი სიურპრიზი იქნება თუ უარყოფითი. მიუხედავად იმისა, რომ ფულზე ფიქრისკენ განწყობილი არ ხართ, გარემოებები სწორედ ამისკენ გიბიძგებთ – დღის განმავლობაში შეიძლება ფული იპოვოთ ან დაკარგოთ. ბონუსი, მოგება, ვალის დაბრუნება, წაგება ან უსარგებლო შესყიდვა – ნებისმიერი სიურპრიზისთვის მზად უნდა იყოთ და ხარჯებს მეტი სიფრთხილით მოეკიდოთ.

ტყუპები

მზად ხართ საკუთარი ენთუზიაზმით ნებისმიერი ადამიანი „დააინფიციროთ“,ახალი იდეები და გეგმები გაუზიაროთ და ახალი მიზნები შთააგონოთ. ამ დღეს სამყაროს საკუთარ წესებს კარნახობთ. გარშემო მყოფებს სწორედ ისეთი ტანსაცმლის ტარება სურთ, როგორიც თქვენ გაცვიათ და იმ იდეების განხორციელებას ცდილობენ, რომლებსაც თქვენ სთავაზობთ. ასე რომ, ახალ პროექტში მხარდამჭერების პოვნა არ გაგიჭირდებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს „მთავარ როლის“ მიღებას ნუ ეცდებით, მაინც არ გამოგივათ. ყველაზე მეტად ინიციატივის აღება, გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი თავის დაცვა გიჭირთ. თუ წინსვლა გსურთ, გონივრული იქნება, გვერდით ვინმე დაიყენოთ. ასევე, დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ნომინაციაში “საუკეთესო მეორე როლისთვის” გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ.

ლომი

გირჩევთ სიურპრიზებისთვის მოემზადოთ! დიდი ხანია მიზეზს ეძებთ, რომ ყოველდღიური განრიგი ჩაშალოთ და ასეთი მიზეზი აუცილებლად გამოჩნდება. რაღაც სიახლე ან მოვლენა საქმეების ჩვეულ მიმდინარეობას ხელს შეუშლის და გეგმების შეცვლას გაიძულებთ. თუმცა, არ ინანებთ – თქვენს ცხოვრებას პატარა ქაოსი არ აწყენდა.

ქალწული

ნიჭი გაქვთ, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ და, რაც მთავარია, საჭირო ადამიანებს შეხვდეთ! ვარსკვლავები ქალწულს ურჩევენ, ცხოვრებაში ახალი იდეებისა და ახალი ნაცნობებისთვის ადგილი გამონახონ. სავარაუდოდ, შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს მსოფლმხედველობაში რევოლუციას მოაწყობს და გაიძულებთ ბევრ რამეს ახლებურად შეხედოთ.

სასწორი

სასწორის ენერგია პიკს აღწევს – თქვენი ენთუზიაზმი და პოზიტიური დამოკიდებულება გარშემო მყოფების სიმპათიას მოგიტანთ. ეს შესანიშნავი დღეა თანამოზრეების მოზიდვის, რთული მოლაპარაკებების წარმოების, კონფლიქტის დასრულების ან უბრალოდ, სასიამოვნო ნაცნობობისთვის.

მორიელი

ამ დღეს შეგიძლიათ, მთელი მსოფლიო დაიპყროთ! თქვენს თავდაჯერებას საფუძველი აქვს – ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, თქვენი ენერგია საზღვრებს არ ცნობს და სიტყვა „შეუძლებელი“ თქვენს ლექსიკონში არ არსებობს. ყველას, ვინც გზაზე გადაეღობება, მორიელი დაუნდობლად გადათელავს, ასე რომ, ეს დღე თქვენია. იმოქმედეთ!

მშვილდოსანი

ამ დღეს ცხოვრება მშვილდოსანს უამრავ ბედნიერ შანსს მისცემს, თუმცა ყველას ვერ გამოიყენებთ! ვარსკვლავები სიმშვიდისა და მოდუნებისთვის განგაწყობენ, ამიტომ შეიძლება სწრაფად ცვალებად გარემოებებზე რეაგირება ვერ მოასწროთ. ასე რომ, თუ შანსის ხელიდან გაშვება არ გსურთ, ეცადეთ, გამოფხიზლდეთ და ყურადღებით მიმოიხედოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ჩარჩოებიდან გამოხვიდეთ და მიხვდეთ, რომ ნამდვილი სამყარო უფრო საინტერესოა, ვიდრე ხელოვნური, რომელშიც თავად შექმენით. ყოველდღიური საქმეებისა და რუტინის გამო დრო არასოდეს გაქვთ, რათა ცხოვრებით დატკბეთ. ნუ შეგეშინდებათ ოცნებებისა და ექსპერიმენტების – ოცნება ცხოვრების გზას გაჩვენებთ, შინაგანი წესრიგი კი გზიდან გადახვევის საშუალებას არ მოგცემთ.

მერწყული

თქვენი ბობოქარი ენერგია გაიძულებთ გამუდმებით მოვლენების ცენტრში იყოთ და ხშირად რეჟისორის როლი შეასრულოთ. ნუ დაკარგავთ დროს იმის მცდელობაზე, რომ ყველა ადამიანის გულს განსხვავებული გასაღები მოარგოთ. საკმარისია უნივერსალური გასაღები იპოვოთ, რომელიც უმრავლესობას მოერგება.

თევზები

თქვენი სიძლიერე ახლობელ ადამიანებსა და მეგობრებშია, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი ვითარებაში მხარი დაგიჭირონ. მათგან ყოველთვის იმაზე მეტ დახმარებას მიიღებთ, ვიდრე ელოდით. ეცადეთ, გულწრფელი იყოთ იმ ადამიანებთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია და მათგან საპასუხო გულწრფელობა ყოველთვის გარანტირებული გექნებათ