![ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს: რატომ მუშაობთ ბიუჯეტთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გეგმების წინააღმდეგ? – დაუყოვნებლივ უნდა გაგათავისუფლონ თანამდებობიდან](https://gttv.ge/wp-content/uploads/2025/02/177.jpg)
ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს: რატომ მუშაობთ ბიუჯეტთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გეგმების წინააღმდეგ? – დაუყოვნებლივ უნდა გაგათავისუფლონ თანამდებობიდან
510
0
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანმა, რიჩარდ გრენელმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, სტივ ჰერმანი გააკრიტიკა USAID-თან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო.
„ნუთუ თქვენ არ ხართ გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული „რეპორტიორი“? რატომ მუშაობთ ბიუჯეტთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის რეფორმის გეგმების წინააღმდეგ? არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ეს მოღალატეობრივი ნაბიჯია. არ გაქვთ უფლება იმუშაოთ აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკის წინააღმდეგ, მაშინ როდესაც აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფულით გიხდიან ანაზღაურებას. დაუყოვნებლივ უნდა გაგათავისუფლონ თანამდებობიდან“, – აღნიშნა გრენელმა.