4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები შემდეგი დღეებისთვის გადადოთ და ეს დღე დასვენებას მიუძღვნათ. თუ დასაქორწინებელი ხართ, ნუ დარჩებით სახლში – შესაძლოა, მხიარულ თავყრილობაზე გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ.
კურო
შესაფერისი დღეა შექმნილი სიტუაციის გაანალიზებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის. ვარსკვლავების განლაგება რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. არავის უამბოთ საკუთარი გეგმების შესახებ – დახმარების ნაცვლად, შესაძლოა, არასწორი რჩევა მოგცენ, რაც სირთულეებს შეგიქმნით. თქვენი ენერგია და მხიარულება ბევრ ადამიანს იზიდავს, ამიტომ რომანტიკული ამბებიც გელით.
ტყუპები
ამ დღეს მეტისმეტად რთულ ამოცანებს არ უნდა შეეჭიდოთ. საახალწლო ციებ-ცხელებამ იმდენი ენერგია წაგართვათ, რომ უმარტივესი დავალებებიც დაგღლით. გამონახეთ დრო სრულფასოვანი დასვენებისთვის და ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ.
კირჩხიბი
ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სამოგზაუროდ წახვიდეთ ან ოჯახთან ერთად დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. თავი შეიკავეთ რთული საქმეების დაწყებისგან – მათი დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაშინ გირჩევთ, ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ, ეს შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ლომი
არსებობს შანსი, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. ესაუბრეთ უცნობებს, მათგან შეიძლება საინტერესო იდეა მოისმინოთ, რომელიც რთული პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ინტუიცია სწორ რჩევას გაძლევთ – მთავარია, მოუსმინოთ.
ქალწული
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მიმართ განსაკუთრებულ კეთილგანწყობას იჩენენ. ეს დღე მშვიდად, განსაკუთრებული რყევების გარეშე ჩაივლის. საქმის კეთების დროც გექნებათ და დასვენებასაც მოასწრებთ.
სასწორი
თქვენი პიროვნული ხიბლი ამ დღეს მაღალ დონეზეა. ეს შეგიძლიათ რომანტიკული ნაცნობობისთვის ან საჭირო ადამიანებთან კავშირის დასამყარებლად გამოიყენოთ. დროა, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დალაგებაზე იზრუნოთ. თქვენი ენერგიის, შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით ბევრი ოჯახური პრობლემა მოგვარდება.
მორიელი
ოჯახთან და უახლოეს ნათესავებთან ერთად გატარებული დღე დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. ხალხმრავალ ადგილზე შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მცირე უსიამოვნებამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ხვალ ეს ამბავი აღარავის ემახსოვრება.
მშვილდოსანი
დღის დასაწყისი წარმატებულია. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანებს, ვისგანაც ბევრს ისწავლით. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შესუსტებულია და მეტი დასვენება გჭირდებათ, სიტუაცია კი პირიქით, თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. შესაძლოა, სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად ძალები უნდა აღიდგინოთ.
თხის რქა
ეცადეთ, დრო არ დაკარგოთ და სახლის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვაროთ. თავი შეიკავეთ მაღაზიებში სიარულისგან – ამ დღეს შეიძლება ფული უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ, რომლებსაც არასოდეს გამოიყენებთ. დღის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით, უსიამოვნო სიურპრიზებისგან კი შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია გიხსნით.
მერწყული
ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, აჩქარებას უნდა მოერიდოთ. სასურველი შედეგის მისაღწევად საქმე ფრთხილად და დინჯად უნდა აკეთოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ ვიღაც გამუდმებით გაკრიტიკებთ, მთავარია, რომ საკუთარ თავთან მართალი იყოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიახლე მიიღოთ.
თევზები
ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს თქვენი წარსულიდან ან ძველმა პრობლემებმა შეგახსენონ თავი. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად. სანამ კითხვას უპასუხებთ, ყველა რისკი უნდა შეაფასოთ, რათა ადრე დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობების და მოკავშირეების პოვნისთვის. გამორიცხული არ არის სასიყვარულო თავგადასავალი, რომელიც სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ.