XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები აირჩიეს
XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტებმა თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები აირჩიეს.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა “ქართული ოცნების“ შემდეგმა დეპუტატებმა დაიკავეს: –
თავდაცვის კომიტეტი – თენგიზ შარმანაშვილი;
კულტურის კომიტეტი – ეკა ჭიჭინაძე;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – ვლადიმერ ბოჟაძე;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – გივი ჭიჭინაძე;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – ვლადიმერ კახაძე;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – გიორგი ჩაკვეტაძე;
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი ხელაძე;
სპორტის კომიტეტი – შოთა ხაბარელი;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – ვახტანგ თურნავა;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – მარიამ ლაშხი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – ალუდა ღუდუშაური;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – ირაკლი მეზურნიშვილი;
აგრარულ საკითხთა კომიტეტი – დავით შერაზადიშვილი.
პირველივე სამუშაო დღეს კომიტეტებმა კომიტეტის დებულებებიც დაამტკიცეს.