
31 მარტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი დღეა, ყველანი ერთად შევხვდებით -სალომე ზურაბიშვილი
849
0
31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში აცხადებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, 31 მარტს ყველამ ერთად უნდა აღვნიშნოთ ის დღე, როცა „სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას“.
„მინდა, რომ ყველას მოგმართოთ და გითხრათ, რომ 31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით. შევხვდებით და აღვნიშნავთ იმ დღეს, როცა ჩვენ სამუდამოდ უარი ვუთხარით ოკუპაციას, საბჭოთა დროს და „კი“ ვუთხარით დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.