1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

478
0

ვერძი

თუ მშვიდად და მიზანმიმართულად იმოქმედებთ, ნებისმიერ საქმეს სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. გირჩევთ, რომანტიკული პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ – ამჟამად თქვენ შორის ურთიერთგაგება მინიმუმზეა. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, საუკეთესო დროა მათთან შესახვედრად. დაეხმარეთ ადამიანებს და სიკეთე ათმაგად დაგიბრუნდებათ.

კურო

ხელსაყრელი დღეა მშენებლობის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული კუროებისთვის. გირჩევთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები დილით დაგეგმოთ. დროა, წონის კონტროლი დაიწყოთ და, თუ ზედმეტი კილოგრამები გაწუხებთ, ჯანსაღ კვებაზე გადახვიდეთ.

ტყუპები

ეს დღე შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. ოჯახში დაძაბული ატმოსფერო გაიძულებთ, შვება სახლის გარეთ ეძებოთ და საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ. გირჩევთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მხედველობიდან არ დაკარგოთ. ყველაფრის დაგეგმვა შეუძლებელია, ამიტომ სიურპრიზებისთვის მზად უნდა იყოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ნებისმიერი თავყრილობის და წვეულების მამოძრავებელი ძალა იქნებით. სამსახურში და სახლში მძიმე და შრომატევადი სამუშაოს შესრულებას უნდა მოერიდოთ, რადგან გადაღლას შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვეს. ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.

ლომი

ამ დღეს ხალისიანი და აქტიური ხართ და ყველაზე რთულ დავალებასაც კი ადვილად უმკლავდებით. სავარაუდოდ, სასიამოვნო თავგადასავალი გელით, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. ბევრი ლომი საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობს.

ქალწული

დღევანდელი საღამო თქვენს ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. თუ ზოგად დეპრესიას და გარკვეულ ნერვიულობას არ ჩავთვლით, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. უფროსებთან რთული საუბარი შედეგიანად დასრულდება და პროფესიული მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

გირჩევთ, მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. თუ თავს მოდუნებისა და სიზარმაცის უფლებას მისცემთ, ფინანსური სირთულეების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. დაეხმარეთ ადამიანებს და სიკეთე ათმაგად დაგიბრუნდებათ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. გაითვალისწინეთ, რომ სიჩქარემ და დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს. გადადეთ ნებისმიერი ფინანსური პრობლემების მოგვარება და საბუთებს ხელი არ მოაწეროთ.

მშვილდოსანი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა დაიწყოთ. ფრთხილად იყავით – იზრდება მოწამვლის რისკი. სამუშაო ისევ ბევრი გაქვთ, მაგრამ ამჯერად ისე გღლით და გაღიზიანებთ, როგორც არასდროს.

თხის რქა

სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ, რომ სამსახურში მძიმე შეცდომა არ დაუშვათ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი სიტყვები და მოქმედება არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. მოემზადეთ ფინანსური სირთულეებისთვის. გახსოვდეთ, რომ ამ გამოწვევას მხოლოდ შრომისმოყვარეობით და მტკიცე ნებისყოფით გაუმკლავდებით.

მერწყული

დიდი ალბათობით, ეს დღე კონფლიქტით დაიწყება. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარი იქნება, ამიტომ სჯობს მნიშვნელოვანი საკითხები სადილამდე მოაგვაროთ. ეცადეთ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ და ოჯახის წევრებთან კონფლიქტს მოერიდოთ. ბევრი მერწყული საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობს.

თევზები

ხელსაყრელი დღეა სიყვარულის ახსნის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. შეიძლება ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. კარგი დღეა სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის – სავარაუდოდ, თქვენს თხოვნას შეისმენენ და დააკმაყოფილებენ.