1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შსს-ის თანამშრომლებმა მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს
შსს-ის თანამშრომლებმა  მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს

შსს-ის თანამშრომლებმა მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს

761
0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ოლიმპიადაზე – “პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები – 2022” ოქროს მედლები მოიპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კალანდაძემ ძალისმიერ წოლჭიმში, 74-კილოგრამიანთა კატეგორიაში მეტოქე დაამარცხა, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

სპორტის ამავე სახეობაში, ასევე პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლევან გილიგაშვილმა, რომელიც 83-კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ კალანდაძესა და ლევან გილიგაშვილს არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვთ მოპოვებული. ისინი საქართველოს, ევროპის და აზიის მრავალგზის ჩემპიონები არიან.

ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ქალაქ როტერდამში მიმდინარე მსოფლიო ოლიმპიადაში, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შესაბამის სახეობასა და წონით კატეგორიაში მონაწილეობას განაგრძობენ.