1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

663
0

ვერძი

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. უმჯობესია, დღეს არაფერი დაგეგმოთ, რადგან ჩანაფიქრი არ განხორციელდება. შენიშვნებზე მტკივნეული რეაგირება ნუ გექნებათ და ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება დაუთმოთ. ამ დღეს თქვენს ხიბლს ვერავინ უძლებს – სადაც არ უნდა გამოჩნდეთ, ყველგან აღფრთოვანებული მზერა მოგყვებათ. მოსალოდნელია კონფლიქტი სიყვარულსა და სამსახურს შორის, რომელიც სიყვარულის სასარგებლოდ გადაწყდება.

კურო

ამ დღეს მაღალია ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ. მოერიდეთ გაუმართლებელ დაპირისპირებას ხელმძღვანელობასთან. ახლობლები და მეგობრები ყველა საკითხში მხარს გიჭერენ – მათზე სრულად დაყრდნობა შეგიძლიათ. ზოგიერთ კუროს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ელის. მთავარია, რომ იოლ ფულს არ დაედევნოთ, რადგან შეიძლება ბევრად მეტი დაკარგოთ.

ტყუპები

ეცადეთ, რომ ამ დღეს მარტო არ დარჩეთ – თუ მუშაობთ, თანამოაზრეებთან ერთად, გუნდურად იმუშავეთ და თუ უქმე დღე გაქვთ, მეგობრულ კამპანიაში დაისვენეთ. ქალებს დღეს ხანმოკლე ფლირტი ელით, მამაკაცებმა კი ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ – მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და ტრავმებს. სავარაუდოდ, მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა ძვირად ღირებული ნივთების შეძენას ჯერჯერობით, ნუ იჩქარებთ.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, ეცადეთ, თქვენი დრო და ენერგია ფუჭად არ გაფლანგოთ. უმჯობესია, ამ დღეს ნაკლები იაქტიუროთ, არ გასცეთ და არ მიიღოთ რჩევები და არავის არაფერს დაჰპირდეთ. დღეს საბუთებთან მუშაობასაც უნდა მოერიდოთ, რადგან შეიძლება შეცდომა დაუშვათ. თქვენი დღე სასიამოვნო სიახლით დასრულდება, რომელიც მოგებას მოგიტანთ. სამწუხაროდ, ვერაფრით ისწავლეთ შეცდომების აღიარება, სიამაყე ხელს გიშლით, რომ გრძნობებს სრულად გამოხატოთ. სიყვარულის შესანარჩუნებლად არა მხოლოდ მიღება, არამედ დაბრუნებაც უნდა ისწავლოთ.

ლომი

საინტერესო და ნაყოფიერი დღეა. სავარაუდოდ, ამ დღეს სასიამოვნო მგზავრობა გელით. გზაში საინტერესო ადამიანებს შეხვდებით. ეს ნაცნობობა დიდხანს დაგამახსოვრდებათ, რადგან უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ. ყველაფერი, რაც მატერიალურ საკითხებს ეხება, დღეს მარტივად გადაწყდება. ოჯახში სრული გაგება და ჰარმონია სუფევს. გირჩევთ, ბავშვებს მეტი დრო დაუთმოთ.

ქალწული

ამ დღეს გირჩევთ ახლობლებს და ოჯახის წევრებს მეტი დრო დაუთმოთ. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ახალი ადგილი ნახოთ, ნაცნობების წრე გააფართოოთ და თქვენი იდეები გაავრცელოთ. ასეთი აქტიურობა პროექტისთვის სპონსორის პოვნაში და მხარდაჭერის მიღებაშიც დაგეხმარებათ. საბოლოოდ ეს წარმატებამდე და ფინანსურ სტაბილურობამდე მიგიყვანთ.

სასწორი

ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, თუმცა მას როგორც პროფესიულ, ასევე პირად ურთიერთობებში მცირე პრობლემები ახლავს. ამ დღეს გელით ნაცნობობა, რომელიც მომავალში თქვენს ცხოვრებაზე ძლიერ გავლენას მოახდენს.
ურთიერთობაში ბედნიერი ხართ, ამიტომ ჭორებს ნუ მოუსმენთ. ნუ შეეცდებით ურთიერთობის გარკვევას უსაფუძვლო საუბრების გამო, თორემ შეიძლება, საყვარელ ადამიანს გული ატკინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ჭორებს ის ადამიანები გივრცელებენ, რომლებსაც ოდესღაც აწყენინეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა. თქვენი სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობები მკვეთრად იზრდება. შესაძლოა, ამ დღის ნაცნობობა პარტნიორულ ურთიერთობებში გადაიზარდოს და კარიერულ წინსვლას საფუძველი ჩაუყაროს. თქვენი შრომისმოყვარეობა და სიმტკიცე წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, ბოლოს და ბოლოს, გადაჭრათ ყოფითი პრობლემები, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით. დღეს ამის შანსი ნამდვილად გაქვთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შესანიშნავად გაართმევთ თავს მოლაპარაკებებს და შეხვედრების ორგანიზებას – ეს საქმე მოგწონთ და შესანიშნავად გამოგდით. გირჩევთ, საღამოს ფიზიკურად იმუშავეთ ან სპორტულ დარბაზს ეწვიეთ, რათა დაგროვილი ენერგია რაღაცაში დახარჯოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიტუაცია, რომელიც თქვენს წყვილს გამოცდას მოუწყობს. გირჩევთ, თქვენს საყვარელ ადამიანს პირისპირ დაელაპარაკოთ და პრობლემებზე ერთად იმსჯელოთ.

თხის რქა

მტკიცე ხასიათი და მიზანსწრაფულობა ბევრის მიღწევაში დაგეხმარებათ. ახალი საქმის დაწყებისას ყურადღებას ნუ მიაქცევთ კონკურენტებს – იღბალი თქვენს მხარესაა. პირადი ცხოვრება სიურპრიზებით იქნება სავსე – როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო. თუ ურთიერთობას უფრთხილდებით, ცდუნებებს ნუ აჰყვებით და სასიყვარულო თავგადასავლებს მოერიდეთ. ყველაფერი ფარული ადრე თუ გვიან გამჟღავნდება და წუთიერი სისუსტისთვის ძვირის გადახდა მოგიწევთ.

მერწყული

ამ დღეს წარმატებას არ უნდა ელოდოთ. პირიქით, უსიამოვნო სიურპრიზებისთვის მოემზადეთ. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ, ყურადღებით იყავით და თქვენი ნივთები კარგად დაიცავით. თავი შეიკავეთ საბუთებთან მუშაობისგან, თორემ შეიძლება მძიმე შეცდომა დაუშვათ. იგივე ეხება მოლაპარაკებებსაც. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და ასე თავიდან მრავალ პრობლემას აიცილებთ.

თევზები

მშვიდი დღეა, რომელიც ხელსაყრელია თვითგანათლებისთვის. შეგიძლიათ პროფესიის შეცვლაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე იფიქროთ ან უცხო ენის შესწავლა დაიწყოთ. ბოლო დროს სულ უფრო მეტად ამჩნევთ პარტნიორის ნაკლოვანებებს, რაც ადრე შეუმჩნეველი გრჩებოდათ. გირჩევთ, რომანტიკული ვახშამი მოაწყოთ და პარტნიორს პრობლემებზე გულწრფელად ესაუბროთ.