1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 27 სექტემბრიდან საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიური ავიარეისების შესრულება დაიწყება
27 სექტემბრიდან  საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიური ავიარეისების შესრულება დაიწყება

27 სექტემბრიდან საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიური ავიარეისების შესრულება დაიწყება

236
0

ავიაკომპანია China Southern Airlines 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს.

ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამჯერ დაფრინავს.

China Southern Airlines საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა.

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.