
27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თუ ენერგიას სწორად მიმართავთ, ეს დღე გამორჩეულად ნაყოფიერი იქნება. სამუშაო დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ თუ მოთმინებას გამოიჩენთ, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დასრულებასაც შეძლებთ. კოლეგებისა და პარტნიორების რჩევები სასარგებლო იქნება – ნუ უგულებელყოფთ, თუნდაც თავიდან უმნიშვნელოდ მოგეჩვენოს. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. ხელსაყრელი დროა მსხვილი შესყიდვებისთვის, განსაკუთრებით თუ წინასწარ გაქვს დაგეგმილი.
რჩევა: ენდეთ საკუთარ გამოცდილებას და მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ არ გადადოთ – დღეს ბევრის გაკეთებას შეძლებთ.
კურო
ეს დღე თავდაჯერებას შეგმატებთ და საშუალებას მოგცემთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ხელსაყრელი დროა ფინანსური გეგმების შედგენისა და ახალი გარიგებების დადებისთვის. თუ მეორეხარისხოვან საკითხებზე დროს არ დაკარგავთ, სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდება. პირად ცხოვრებაში შესაძლოა პარტნიორის ან ახლობლების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა მოგიწიოთ.
რჩევა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ეცადეთ, ყველა წვრილმანი განიხილოთ – ახლა მათ შეუძლიათ მომავალზე გავლენა მოახდინონ.
ტყუპები
აქტიური და საინტერესო დღეა. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ნაჩქარევ შეძენებს უნდა მოერიდოთ. ბოლოდროინდელ პრობლემებთან გამკლავებით სასარგებლო გამოცდილებას შეიძენთ და გაცილებით ძლიერი გახდებით. პირად ცხოვრებაში გულწრფელი საუბრები სიტუაციის შეფასებაში დაგეხმარებათ.
რჩევა: ძალას უმნიშვნელო საქმეებზე ნუ დახარჯავთ და ყურადღება მთავარზე გადაიტანეთ.
კირჩხიბი
თუ მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედებთ, ეს დღე სტაბილურობის განცდას მოგიტანთ. გირჩევთ, საკუთარი იდეების შესახებ არავის უამბოთ. გულწრფელობას განსაკურებით იმ ადამიანებთან მოერიდეთ, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. პირად ცხოვრებაში საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციეთ – შესაძლოა, ამ დღეს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ.
რჩევა: ეს დღე სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვისთვის გამოიყენე და გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ.
ლომი
ამ დღის შედეგი თქვენი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარზეა დამოკიდებული. კოლეგებისა და პარტნიორების რჩევები შეიძლება ძალიან ღირებული აღმოჩნდეს. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, მაგრამ ჯერჯერობით ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ. მნიშვნელოვანი საქმის კეთების დროს უმჯობესია, საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და გარე დახმარებას არ დაელოდოთ. მალე დადგება დრო ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად, თუმცა ჯერჯერობით არ უნდა იჩქაროთ.
რჩევა: ახლობლების საუბრებს ყურადღებით უსმინეთ – დღეს მათ სიტყვებში შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნება იმალებოდეს.
ქალწული
ეს დღე პროფესიული პოზიციების გამყარებაში დაგეხმარებათ. თუ გეგმას არ გადაუხვევთ, მიმდინარე ამოცანების წარმატებით გადაჭრას შეძლებთ. თანდაყოლილი გამჭრიახობის წყალობით ჩანაფიქრს ადვილად განახორციელებთ. მთავარია, რომ უსარგებლო საქმეებზე დრო არ დაკარგოთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის.
რჩევა: გეგმას მიჰყევით და უსარგებლო საუბრებზე დროს ნუ დაკარგავთ. ნურავის დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ.
სასწორი
შესაძლებლობებით სავსე დღეა, მთავარია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა შეძლოთ. ამ ნიშნის ზოგ წარმომადგენელს სამუშაოს შეცვლის შესაძლებლობა ექნება. თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ მას, ვინც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერჯერობით დიდი ინვესტიციებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
რჩევა: ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის თხოვნას – ეს თქვენს ურთიერთობას გააძლიერებს.
მორიელი
ეს დღე ფინანსებისა და სამუშაოს კუთხით წარმატებული იქნება. შეიძლება ახალი იდეები ან შეთავაზებები გაჩნდეს, მაგრამ პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ. ახალი პარტნიორების მოსაძებნად არახელსაყრელი დროა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია გულწრფელი საუბარი, რომელიც სიტუაციის გარკვევაში დაგეხმარებათ.
რჩევა: უსმინეთ ყველას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თავად მიიღეთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს საშუალება გექნებათ, სამსახურში პოზიციები გაიუმობესოთ. ხელსაყრელი დროა პრაქტიკული და კომფორტისთვის საჭირო ნივთების შეძენისთვის. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, მაგრამ თუ მნიშვნელოვანი საუბრის დაგეგმვას აპირებთ, ამისთვის შესაფერისი დროა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – შესაძლოა, მცირე დროით თავი შეუძლოდ იგრძნოთ.
რჩევა: თუ პარტნიორსა და თქვენს შორის ურთიერთობა მოსაწყენი ხდება, ეცადეთ სიახლე და მეტი რომანტიკა შეიტანოთ.
თხის რქა
კოლეგებისა და პარტნიორებისგან მოსალოდნელია სასარგებლო რჩევები – ყურადღებით მოუსმინეთ. ნუ გადაიღლებით. ამ დღეს შეგიძლიათ ტემპი ოდნავ შეანელოთ, დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ და მოვლენებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მისცეთ. მალე დადგება დრო ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად, თუმცა მანამდე ყველაფერი კარგად უნდა დაგეგმოთ.
რჩევა: გაღიზიანებთ, რომ გარშემო მყოფები თქვენს საქმეებში ერევიან. შეეცადეთ, ასეთი ქმედებები ტაქტიანად, მაგრამ მტკიცედ შეაჩეროთ.
მერწყული
ამ დღეს წარმატებას მხოლოდ გეგმაზომიერი და კარგად გათვლილი მოქმედებით მიაღწევთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, ხელსაყრელი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისთვის. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო მოვლენები გელით. ეცადეთ, ურთიერთობებში უფრო დამთმობი და ყურადღებიანი იყოთ. გარშემომყოფები არ აკრიტიკოთ – პირიქით, მხარი დაუჭირეთ და წაახალისეთ.
რჩევა: ცვლილებების არ შეგეშინდეს – ისინი ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ.
თევზები
თუ წვრილმანებზე ზედმეტად ბევრს არ იფიქრებთ, ეს დღე სტაბილურობის შეგრძნებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილური პერიოდია, შესაძლებელია მცირე შემოსავალი ან წარმატებული გარიგება. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, მაგრამ ეცადეთ, უსაფუძვლო ეჭვებს არ აჰყვეთ.
რჩევა: სიმშვიდე შეინარჩუნეთ და დაგეგმილი საქმეები ბოლომდე მიიყვანეთ.