1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 26 მაისის ღამის შემდეგ, ყველამ გავიგეთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი გვამი, გავრცელდა ხმა, თითქოს ელექტროენერგიით დაიღუპნენ -დავით ლორთქიფანიძე
26 მაისის ღამის შემდეგ, ყველამ გავიგეთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი გვამი, გავრცელდა ხმა, თითქოს ელექტროენერგიით დაიღუპნენ -დავით ლორთქიფანიძე

26 მაისის ღამის შემდეგ, ყველამ გავიგეთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი გვამი, გავრცელდა ხმა, თითქოს ელექტროენერგიით დაიღუპნენ -დავით ლორთქიფანიძე

228
0

26 მაისის ღამის შემდეგ, როცა გათენდა, ყველამ გავიგეთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი ადამიანის გვამი – სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის. გავრცელდა ხმა, თითქოს ეს ადამიანები ელექტროენერგიის ზემოქმედებით დაიღუპნენ, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“, 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა.

დავით ლორთქიფანიძის თქმით, სულიკო ასათიანის ოჯახის ინფორმაციით, სინამდვილეში, ის მცხეთის იზოლატორში აწამეს.

„სულიკო ასათიანს პირადად ვიცნობდი და არაერთხელ ვნახე ამ აქციების დროს. აქციები ტარდებოდა რუსთაველზეც, ტელევიზიასთან და სულიკო იყო ერთ-ერთი აქტიური ადამიანი. როდესაც გავიგე ეს ამბავი, ბუნებრივია, დავინტერესდი, მოვიკითხე ეს ყველაფერი. დილით, 27 მაისს სულიკოს შვილი წაიყვანეს ქუთაისის უშიშროების განყოფილებაში. ქუთაისში გამოუცხადეს, დენით გარდაიცვალაო, რაზეც ჰკითხა, სულ დაწვითო? ასეთი რეაქცია ჰქონდა. იმდენად ბოროტები იყვნენ, ინსტინქტურად უთხრა, მთლიანად დაწვით, თუ რამე დატოვეთო. აუხსნეს რაღაცები, რომ ის შემთხვევით გარდაიცვალა. მან მოითხოვა წყალი და აქ დაუშვა დიდი შეცდომა. დალია წყალი და როგორც აღმოჩნდა, მასში გაურიეს რაღაც ნივთიერება. რასაც ვლაპარაკობ, ამაზე პასუხს ვაგებ და პირადად ვარ ამისი მომსწრე, შემსწრე და ამ ახალგაზრდას ამის გამო შემდეგ დაემართა სერიოზული ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა. გაურიეს რაღაც ნივთიერება, რომელმაც მის მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მე ვიყავი ჩასული სულიკოს დასაფლავებაზე. დასაფლავებაზე როცა მივედით, გაკვირვებული დავრჩი, 10-15 კაცი თუ იქნებოდა ეზოში, გამიკვირდა. პატარა ორღობე იყო გვერდით და ყოფილი სკოლის შენობა, ოთხწლიანი სკოლა იყო ადრე იქ, სადაც ეყენათ კამერა. ორი ადამიანი იყო, რომელიც იწერდა ყველაფერს და მითხრეს, რაც მიცვალებული ჩამოასვენეს, კამერა იწერს, ვინც მოვა სამძიმარზე ოჯახთან, შემდეგ საღამოს მიდიან სახლში და აშინებენ, არ გაბედოთ მისვლა, ისინი არიან მოღალატეები, კრემლის შემოყვანა უნდოდათ საქართველოში და ამის მსგავსი.

შევედით ოჯახში მიცვალებულის პატივსაცემად და ქალბატონი შორენა, სულიკოს მეუღლე მეუბნება, გული ხომ გაქვს ძლიერი, რაღაც უნდა გაჩვენოო. მივედით მიცვალებულთან და ჩემი თვალით დავინახე, რომ ადამიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი და დაფარებული ჰქონდა სპეციალურ ხსნარში დამუშავებული ბინტი, ხელი ჰქონდა გამოგლეჯილი, ხელები დამტვრეული და მითხრა, შეიძლება, დენს ასეთი რაღაცები გაეკეთებინა ადამიანისთვისო? ასეთი სისასტიკე ჩაიდინეს და ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა. როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია და უბრალოდ, სამწუხაროდ, ვერ დადასტურდა ეს ინფორმაცია, მცხეთის იზოლატორში აწამეს, წამებაში ამოხადეს სული. შემდეგ ოჯახმა დაიწყო ბრძოლა, მაგრამ „ნაციონალები“ ამ დროს ხელისუფლებაში არიან, შეიძლება ითქვას, ცხენზე და აშინებენ ოჯახს. მე თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული ამ პროცესებში. ყოველდღე უარესდება პაატას მდგომარეობა იმის გამო, რომ წყალი დაალევინეს. მეზობლები არ კონტაქტობენ, ძალიან ერიდებიან, ნათესავებიც ერიდებიან მასთან მისვლას. ასეთი მდგომარეობა იყო. პაატა წამოვიყვანე თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში, ჩაერიენ ექიმები და მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, გამოვიდა მდგომარეობიდან“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.