25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს საყვარელი ადამიანების რჩევებს ყურადღებით უნდა მოუსმინოთ. მათი დახმარებით უამრავი შეცდომის აცილებას შეძლებთ. ეცადეთ, მოსაწყენ საქმეში საინტერესო მხარეები იპოვოთ და პრობლემებს არასტანდარტული მიდგომით გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარში დაგვიანება და სხვადასხვა შეფერხება გელით.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ მსუბუქი სამუშაო აკეთოთ და გადაღლას მოერიდოთ. უმნიშვნელო სიმპტომი რომ დაავადებად არ იქცეს, ეს დღე დასვენებას და ძალების აღდგენას უნდა დაუთმოთ. სავარაუდოდ, საღამოს საჭირო და საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომელიც თქვენს თანამოაზრედ იქცევა.
ტყუპები
ამ დღეს გარშემო მყოფთა რჩევები სარგებლის მოტანის ნაცვლად, დაგაზარალებენ, ამიტომ მთავარი მრჩეველი ინტუიცია უნდა იყოს. ნუ აჩქარდებით! სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მისი მოსალოდნელი დადებითი თუ უარყოფითი შედეგები უნდა გათვალოთ, შესრულებული სამუშაო კი რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ.
კირჩხიბი
ემოციურად რთული დღეა. ყურადღების კონცენტრირება და საკუთარი პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა გიჭირთ. საქმე, რომელმაც დიდი დრო წაგართვათ, ერთ ადგილზე გაიყინა, ამიტომ ჯობია მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სხვა დროისთვის გადადოთ. გირჩევთ საღამო ფიქრს და მომხდარის გააზრებას დაუთმოთ.
ლომი
პიროვნული თვისებებისა და მომხიბვლელობის წყალობით შეიძლება საინტერესო ადამიანების ყურადღება მიიქციოთ და საკუთარი იდეებით დააინტერესოთ. ეცადეთ, შესაძლებლობით ისარგებლოთ და პირადი ცხოვრება გააუმჯობესოთ. გახსოვდეთ, რომ ახალი საქმის დაწყებამდე ძველი უნდა დაასრულოთ.
ქალწული
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერ რთულ ამოცანას ადვილად უმკლავდებით. გირჩევთ, ვარსკვლავების კეთილგანწყობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და ის გააკეთოთ, რაც ადრე წარმოუდგენლად რთული იყო. ყურადღებით მოუსმინეთ შემოსულ ინფორმაციას და შეიძლება თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მიიღოთ.
სასწორი
რთული პროექტის დაწყებას რომ მომზადებული შეხვდეთ, თადარიგი ახლავე უნდა დაიჭიროთ. ენერგიით სავსე ხართ და ყველზე რთულ დავალებებსაც კი სწრაფად და ადვილად უმკლავდებით. ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფ ადამიანებს – მათგან შეიძლება ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ.
მორიელი
ამ დღისთვის რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება არ უნდა დაგეგმოთ – სწრაფად ცვლადი გარემოებების გამო, სავარაუდოდ, გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და წარუმატებელი პროექტის გამო ბრაზი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ. ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას შეიძლება მძიმე შეცდომა მოჰყვეს, ამიტომ ერთი ან ორი საკითხი აირჩიეთ და მხოლოდ მათზე იმუშავეთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ, ცოტა ხნით სამუშაო დაივიწყოთ და მთელი დღე დასვენებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას მიუძღვნათ. თავი შეიკავეთ ფინანსური ოპერაციებისა და შოპინგისგან – შეიძლება ფული უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ. ყურადღებით უსმინეთ სიახლეებს – შეიძლება ზოგი ინფორმაცია თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
თხის რქა
ხელსყრელი დღეა გართობისა და მხიარულების, ახალი ადამიანების გაცნობისა და ურთიერთობებისთვის. ახალი, საინტერესო იდეები წინსვლასა და განვითარებაში დაგეხმარებათ, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ რაღაც შემთხვევის გამო ნერვიულობა მოგიწიოთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის და ოპტიმიზმი არ დაკარგოთ.
მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მსუბუქი სამუშაოს შესრულებას და დასვენებას დაუთმოთ. შესაძლოა, თავში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეა მოგივიდეთ, ამიტომ რომ არ დაგავიწყდეთ, უნდა ჩაიწეროთ. უახლოესი გარემოცვიდან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს და ფრთხილად უნდა იყოთ.
თევზები
დღის პირველი ნახევარი რთული და დაძაბული იქნება. სავარაუდოდ, ბევრი საქმის კეთება და პრობლემის გადაჭრა მოგიწევთ, თუ გრძნობთ, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარება ნათესავებს უნდა სთხოვოთ. შესანიშნავი დღეა შოპინგისთვის – ამ დღეს შეძენილი ნივთი დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიხარულს გაჩუქებთ.