1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 24 თებერვალს, ომის მესამე წლისთავზე უკრაინას 13 ქვეყნის ლიდერი ეწვევა
24 თებერვალს, ომის მესამე წლისთავზე უკრაინას 13 ქვეყნის ლიდერი ეწვევა

24 თებერვალს, ომის მესამე წლისთავზე უკრაინას 13 ქვეყნის ლიდერი ეწვევა

467
0

24 თებერვალს, ომის მესამე წლისთავზე უკრაინას 13 ქვეყნის ლიდერი ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კიევში გაიმართება სამიტი, რომელშიც ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

„ჩვენთან იქნება 13 ლიდერი ოფლაინ რეჟიმში, ასევე ონლაინ იქნება 24 ლიდერი. აქ, კიევში იქნება ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა, ბევრი დელეგაცია… ჩვენი პლატფორმა „უკრაინა – ნორდიკულ-ბალტიური“, ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აქ იქნებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი იქნება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიების ფორმატებზე.