1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 23- 24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვითარების შესაფასებლად საქართველოს PACE-ის დელეგაცია ეწვევა
23- 24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვითარების შესაფასებლად საქართველოს PACE-ის დელეგაცია ეწვევა

23- 24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვითარების შესაფასებლად საქართველოს PACE-ის დელეგაცია ეწვევა

431
0

23-24 სექტემბერს, საქართველოში  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია წინასაარჩევნო ვიზიტით ჩამოვა – ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. 

6-კაციანი დელეგაცია, რომელსაც რუმინელი ევროპარლამენტარი, იულიან ბულაი უხელმძღვანელებს, ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ კლიმატს შეაფასებს და ვიზიტის დასრულების შემდეგ განცხადებას გამოაქვეყნებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაცია შეხვედრას გეგმავს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის  თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, შსს-ს მინისტრის მოადგილესთან, ცესკო-ს თავმჯდომარესთან და წევრებთან, კომუნიკაციების კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, დელეგაცია სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად ქვეყანას სრული შემადგენლობით ეწვევა.