22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ეს დღე მენეჯერებისა და ორგანიზატორებისთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება. ლიდერის თვისებები ყველა უსიამოვნების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ნებისყოფა მოიკრიბოთ და რთულ სიტუაციაში თავშეკავება შეინარჩუნოთ. ნუ ელით, რომ თქვენს ცხოვრებას სხვები შეცვლიან და თქვენს გასაკეთებელს სხვები გააკეთებენ. დროა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ.
კურო
გირჩევთ, დილა ღიმილით და ენერგიულად დაიწყოთ – ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ არ იზარმაცებთ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ. ახლა თქვენთვის პირველ ადგილზე ოჯახი უნდა იყოს და მერე სხვა დანარჩენი. გაატარეთ თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად, ეწვიეთ ახალ ადგილებს და გაერთეთ.
ტყუპები
ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, რომლებსაც ეს დღე მოიტანს. შესაძლოა ამ ცვლილებებს თქვენთვის საინტერესო შესაძლებლობაც მოჰყვეს. სამსახურში ჯობია დამოუკიდებლად იმოქმედოთ და საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ, რადგან კოლეგების დახმარება სარგებელზე მეტ ზიანს მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში მეტი უნდა იაქტიუროთ და საყვარელი ადამიანები ყურადღებით გაანებივროთ. თუ რჩევას გაითვალისწინებთ, მათგან გაცილებით მეტ სითბოს და სიყვარულს მიიღებთ.
კირჩხიბი
ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა, მეგობრული დამოკიდებულება, კარგი გემოვნება და ხიბლი დაგეხმარებათ, რომ სასარგებლო კავშირები დაამყაროთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. გახსოვდეთ – ადამიანების საიდუმლო არ უნდა გაამჟღავნოთ, თორემ ნდობას დაკარგავთ. საყვარელი ადამიანების მიმართ თქვენს ზღვარგადასულ პრეტენზიებს შეიძლება კონფლიქტი და დაპირისპირება მოჰყვეს. ამ დღეს ინტელექტუალური შრომა ფიზიკურზე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. ახალი სასიყვარულო თავგადასავალი თქვენს ცხოვრებას გაახალისებს.
ლომი
ბევრს მუშაობთ და ყველა საკითხს პასუხისმგებლობით ეკიდებით, თუმცა, შედეგის მისაღწევად, შესაფერის მომენტს უნდა დაელოდოთ. ეცადეთ რთულ ვითარებაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ინტუიციას უსმინოთ, რომელიც შეცდომისგან დაგიცავთ. თავგადასავლებს ნუ ეძებთ – გაუფრთხილდით იმას, რაც გაქვთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და შეამოწმეთ, ხომ ვიტამინების დეფიციტი ხომ არ გაქვთ.
ქალწული
ამ დღეს შეიძლება პრიორიტეტები შეიცვალოთ. სავარაუდოდ, თქვენს ცხოვრებაში სამსახურზე მნიშვნელოვანი საკითხები გაჩნდება. დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა ენერგიით აგავსებთ და კარგ განწყობას დაგიბრუნებთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი ინტერესები სხვების გულისთვის არ უნდა გაწიროთ და სამსახურში კოლეგების საკეთებელი თქვენ არ უნდა აკეთოთ – ასეთ მსხვერპლს არავინ დააფასებს. გაღიზიანებამ, რომელსაც ახლა გრძნობთ, ჩვეულ საქმიანობაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ.
სასწორი
მკაფიოდ შედგენილი სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტების განსაზღვრა დაგეხმარებათ სასურველი შედეგი მიიღოთ. გირჩევთ დრო და ენერგია მეორეხარისხოვან საქმეებზე არ დახარჯოთ და დამოუკიდებლად იმოქმედოთ. მოერიდეთ იმპულსურ ქმედებებს, რომლებიც ფინანსურად დაგაზარალებთ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. წყალთან სიახლოვე ენერგიით აგავსებთ.
მორიელი
სიმშვიდე და თავშეკავება რთული საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ხელმძღვანელობა თქვენი ემოციების კონტროლის უნარს სათანადოდ დააფასებს. ხელსაყრელი დღეა ახალი ადამიანების გასაცნობად და სოციალური წრის გასაფართოებლად. შეიძლება ამ დღეს გაცნობილ ადამიანთან განსაკუთრებული სულიერი კავშირი იგრძნოთ და ეს ურთიერთობა ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.
მშვილდოსანი
ეცადეთ ყველაფერს, რაც ამ დღეს ხდება, ოპტიმიზმით შეხედოთ და არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ. სასურველია, პროფესიულ საქმიანობაში მდიდარი ფანტაზია და არასტანდარტული მეთოდები გამოიყენოთ და რაც მთავარია, ამ დღეს დაწყებული საქმე ამ დღესვე დაასრულოთ. პირად ურთიერთობებში სასურველია, რომ პარტნიორს მეტი ყურადღება მიაქციეთ.
თხის რქა
ამ დღეს სასურველია, რომ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ, გარშემო მყოფები ნაკლებად აკრიტიკოთ და საკუთარი აზრები თქვენთვის შეინახოთ. თქვენ გარშემო შექმნილი ქაოსი და აურზაური მუშაობაში ხელს გიშლით. დაწყებული საქმეების დასრულებისთვის დრო გჭირდებათ. ოჯახში გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა, ამიტომ ეცადეთ საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
მერწყული
სავარაუდოდ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაძლიერდება. შეგიძლიათ, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე და ძვირად ღირებულ შენაძენზე იფიქროთ. ნუ მისცემთ კოლეგებს უფლებას, თქვენი სიკეთით ისარგებლონ და თქვენი პირადი საზღვრები დაარღვიონ. საღამოს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
თევზები
ამ დღეს შეგიძლიათ გარშემო მყოფები საკუთარი ნიჭით და უნარებით გააოცოთ. ჩრდილში ყოფნა ხომ არ გაგიგრძელდათ? ნუ მოგერიდებათ, რომ თვითრეკლამა აწარმოოთ და ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობები დაანახვოთ. ნუ დარჩებით სახლში. წადით იქ, სადაც ბევრი ხალხია. გაერთეთ და აჩვენეთ ყველას, რომ ცვლილებებისთვის მზად ხართ. იმუნიტეტის ასამაღლებლად სასურველია თქვენთვის შესაფერისი მცენარეული ჩაი შეარჩიოთ.