21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შიშობთ, რომ შეიძლება დავალებას ვერ გაუმკლავდეთ – ამისთვის გამოცდილება, ცოდნა ან უნარები არ გეყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ყოყმანი შეიძლება შედეგზე უარყოფითად აისახოს. გირჩევთ, საქმის დაწყებამდე ეჭვები უკუაგდოთ და თუ არ გამოგივათ, დავალება ვინმე სხვას გადააბაროთ.
კურო
ენთუზიაზმი ნამდვილად არ გაკლიათ! საქმე, რომელსაც აკეთებთ, ძალიან მოგწონთ და შედეგის მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებთ. პოზიტიური განწყობის წყალობით, დავალებას ადვილად გაუმკლავდებით და უამრავ თანამოაზრეს გაიჩენთ.
ტყუპები
ამბიცია თქვენს მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცევა! ამ დღეს უბრალოდ რაღაცის კეთება კი არა, სხვებზე უკეთ კეთება გსურთ, თანაც ისე, რომ სხვებმა შეამჩნიონ. სწორედ ამიტომ ეს დღე კარიერული წინსვლისთვის შესანიშნავია. ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი წარმატებული იქნება, თუმცა ნუ ელით, რომ გარშემო მყოფები თქვენს წარმატებას სიხარულით შეხვდებიან.
კირჩხიბი
როცა ყოველდღე ერთი და იმავეს ყურება და მოსმენა გიწევს, ეს მომაბეზრებელი ხდება. დეპრესიაში რომ არ ჩავარდეთ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარემო შეცვალოთ ან თავად შეცვალოთ. დაიწყეთ გარდერობის განახლება და სახლიდან გადით. ახლა თქვენთვის სუფთა ჰაერის შესუნთქვა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს.
ლომი
ეცადეთ, მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ. თუ საჭიროა, მაგიდაზე მუშტის დარტყმაც უნდა შეძლოთ. გახსოვდეთ, თუ სიმტკიცეს არ გამოიჩენთ, კონკურენტები თქვენს იდეებსა და დამსახურებებს მიითვისებენ და უკან დახევას გაიძულებენ. ასე რომ, სხვა გზა არ გაქვთ – ან სათადარიგოთა სკამს უნდა შეეგუოთ, ან მტკიცე ხასიათი გამოიჩინოთ და პირველი ადგილი დაიკავოთ.
ქალწული
ამ დღეს თქვენი წარმატება ველოსიპედის ტარებას ჰგავს – რაც უფრო ნელა მიდიხართ, დაცემის საფრთხე მით უფრო მეტია. ასე რომ, აჩქარება აუცილებელია, თუნდაც ამისთვის მთელი ენერგიის მოკრეფა დაგჭირდეთ. თანაც სიჩქარის აკრეფის შემდეგ გაჩერებას დიდხანს ვეღარ შეძლებთ და უამრავ საქმეს გაუმკლავდებით.
სასწორი
დილიდან მთელი ყურადღება სამუშაოზე გაქვთ გადატანილი და ვერანაირი აურზაური საქმეს ვერ მოგწყვეტთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დროულად დაასრულოთ საქმეები, სადაც ყველაფერი თქვენი გადასაწყვეტია. ეს დღე გუნდური მუშაობისთვის არახელსაყრელია – საკუთარ ფიქრებში ჩაფლულს სხვისი ხმა უბრალოდ არ გესმით.
მორიელი
შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა შეხვედრის გამართვა ორგანიზება გთხოვოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ დღემ თქვენ წინაშე სხვა ამოცანებს დააყენოს, რომლებიც თქვენგან მენეჯერულ უნარებს და ხალხის ჩართულობას მოითხოვს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმეს გაუმკლავდებით. დიახ, ამას ბევრი ძალა და ნერვები დასჭირდება, მაგრამ შედეგი მოლოდინს გაამართლებს.
მშვილდოსანი
მთელ დღეს პირადი საქმეების მოგვარებას და კონკურენტებთან ბრძოლას დაუთმობთ. შესაძლოა, რომელიღაც კოლეგამ თქვენი „გვერდით გაწევა“ სცადოს. სავარაუდოდ, არაკეთილსინდისიერი ადამიანების თავდასხმის მოგერიებას შეძლებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძალა მოიკრიბოთ და პოზიციები არ დათმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგულის დაბრუნება ძნელი იქნება.
თხის რქა
ამ დღეს მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი შედეგის სწრაფად მიღწევის სურვილია. მზად იყავით იმისთვის, რომ აჩქარება საპირისპიროდ იმოქმედებს და მუშაობას შეაფერხებს. საქმეში დაბრკოლებები გელით. სიტუაციის გამოსწორებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუკი თქვენს შინაგან განწყობას გაუმკლავდებით.
მერწყული
ამ დღეს თქვენი დევიზია “მე თვითონ!”. არ აპირებთ, რომ ვინმეს რჩევა ან მითითება გაითვალისწინოთ. ამის გამო შეიძლება ბევრს თქვენი გადაწყვეტილება უცნაური და მოულოდნელი ეჩვენოს. სინამდვილეში, ნაჩქარევად არაფერს აკეთებთ და თუ რამე გადაწყვიტეთ, მზად ხართ, რომ პასუხისმგებლობაც აიღოთ. ყველაფერს მარტო გაართმევთ თავს და შესანიშნავ შედეგსაც მიიღებთ.
თევზები
თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენი ორგანიზაციული უნარებია. შეგიძლიათ ადამიანები მართოთ და მათგან სასურველი შედეგი მიიღოთ. ასე რომ, როგორც ორგანიზატორი, კოორდინატორი და ლიდერი უბრალოდ შეუცვლელი ხართ, რაც გარშემო მყოფების თვალში უზარმაზარ უპირატესობას განიჭებთ.