1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

252
0

ვერძი

ვერძს შანსი აქვს, რომ ადამიანების მიზიდულობის ცენტრად იქცეს! გარშემომყოფები თქვენთან პრობლემებისა და სიხარულის გაზიარებისთვის მოვლენ და ხშირად თქვენი მონაწილეობითა თუ მხარდაჭერით რეალურ დახმარებას მიიღებენ. თქვენი სიკეთე აუცილებლად დაფასდება.

კურო

არასოდეს ჩაერთოთ კონფლიქტში, რომელიც ძალაუფლებისთვის ბრძოლას წააგავს! კიდეც რომ გაიმარჯვოთ, დამარცხებული აუცილებლად შეძლებს რევანშის აღებას. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ განსაკუთრებით კარგად გამოგდით თავდაცვა და არა თავდასხმა.

ტყუპები

თავს უკმაყოფილოდ გრძნობთ იმის გამო, რომ არასწორად მოგექცნენ. საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ და ამ სიმართლის დამტკიცება გსურთ. ვარსკვლავები კატეგორიულად გაფრთხილებენ, მოერიდოთ კამათში ჩართვას. ეს ძალიან მტკივნეული იქნება და საპირისპირო შედეგამდე მიგიყვანთ.

კირჩხიბი

ვიღაც ცდილობს, თავისი პრობლემებისა და ვალდებულებების მნიშვნელოვანი წილი თქვენ დაგაკისროთ. თქვენ მზად ხართ, ამ ადამიანს დახმარება გაუწიოთ, თუმცა ამასობაში ბევრ ისეთ რამეს აღმოუჩენთ, რისი დამალვაც სურდა. ამიტომ სანამ თქვენთან დახმარებისთვის მოვა, უმჯობესია, კარგად დაფიქრდეს.

ლომი

თქვენი ორგანიზაციული უნარები გარშემო მყოფებს გააოცებს. შესაძლოა, რაღაც საზოგადოებრივ საქმეზე პასუხისმგებლობა აიღოთ, რასაც ძალიან სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ენერგიით სავსე ხართ, მიზანს ნათლად ხედავთ და ლიდერის თვისებები გაქვთ! კიდევ რა არის საჭირო წარმატებისთვის?

ქალწული

ამ დღეს საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ. გარდა ამისა, ნათესავებიც ყურადღებას და დახმარებას ითხოვენ. რამდენიმე ნაწილად ვერ გაიყოფით, ამიტომ პრიორიტეტების განსაზღვრა მოგიწევთ. ეცადეთ გადაწყვიტოთ, რომელი საქმეა მეტად მნიშვნელოვანი და რომელი – ნაკლებად.

სასწორები

თქვენი ლოგიკური აზროვნების წყალობით, ამ დღეს ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საკითხში დაარწმუნებთ. შეგიძლიათ, მგელიც კი დააჯეროთ, რომ სტაფილო ხორცზე გემრიელია ან საკუთარ უფროსებს აღიარებინოთ, რომ მეტი ხელფასი გეკუთვნით.

მორიელი

მშვენიერი დღეა ფინანსური მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. შესაძლოა, თქვენში ბუღალტრის ნიჭმა გაიღვიძოს, რაც საკუთარი შემოსავლისა და გასავლის სწორად დაანგარიშებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

მზად იყავით იმისთვის, რომ საკუთარი გადაწყვეტილებები, იდეები თუ პროექტები კარგად დაასაბუთოთ! ამ დღეს თქვენი წარმატების საიდუმლო მხოლოდ ლოგიკა და მოთმინებაა.

თხის რქა

თქვენი ინტუიციისა და ლოგიკის წყალობით ისეთ სიმაღლეებს მიაღწევთ, თავადაც გაოცდებით. გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მათ აზრებს კითხულობთ! თქვენი „ნათელმხილველობა“ იქამდეც მივა, რომ ზოგიერთი მეგობრისა თუ კოლეგის მიერ გულმოდგინედ დამალულ ფაქტსაც გაშიფრავთ.

მერწყული

ამ დღეს ცოტა დაბნეული იქნებით. ერთი ადამიანის შესახებ ინტუიცია სხვა რამეს გკარნახობთ, ხოლო ლოგიკა და ფაქტები – სრულიად სხვას. თუ გსურთ, რომ საბოლოოდ არ დაიბნეთ, პირველ რიგში, საკუთარ გულს უნდა უსმინოთ. ის გეტყვით, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ ცდილობს, თავი მეგობრად მოგაჩვენოთ.

თევზები

მთელ დღეს მიმდინარე საქმეზე ფიქრში გაატარებთ. გეჩვენებათ, რომ ვიღაც თავს არიდებს საკუთარი მოვალეობების შესრულებას, თქვენ კი ეს ძალიან გაღიზიანებთ. ზოგადად, გადაჭარბებული ემოციურობა და ზედმეტად მკვეთრი რეაქციები ამ დღის თანამდევი იქნება.