1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

278
0

ვერძი

ეს დღე სასიყვარულო საქმეებში მცირე უსიამოვნებებს გპირდებათ. შესაძლოა გარშემომყოფებთან ურთიერთობა გაუარესდეს — როგორც ჩანს, სწორად ვერ გაგიგეს. სავარაუდოდ, სახლისთვის ძვირად ღირებული ნივთის შეძენა გსურთ, თუმცა ამ ნაბიჯით ოჯახის ბიუჯეტი არ უნდა დააზარალოთ.

ბიზნესსაქმიანობაში ეცადეთ კოლეგებს და პარტნიორებს იმედი არ გაუცრუოთ. არ დაივიწყოთ, რომ რეპუტაცია ძვირი ღირს.

დღეს თქვენი ნიშნისთვის შოპინგი არასასურველია, რადგან დიდია ფულის არასწორად დახარჯვის რისკი.

თუკი ჯანმრთელობის პრობლემები გაგიჩნდათ, ეს არასწორი კვებითაა გამოწვეული. ვარსკვლავები მენიუს მკვეთრ ცვლილებას არ გირჩევენ, უბრალოდ ამოიღეთ ყველაზე მავნე პროდუქტები.

კურო

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა უთანხმოებამ იჩინოს თავი. მოერიდეთ სადავო და მტკივნეული საკითხების განხილვას. ეცადეთ საკუთარ თავსა და პარტნიორს „მეორე თაფლობის თვე“ მოუწყოთ.

თუ ძველი წყენა გაგიხსენეს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ და ეცადეთ ხუმრობაში გაატაროთ. ნუ გერიდებათ და ნუ მალავთ თქვენს თანდაყოლილ ნიჭს! ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა მაინც ეცადეთ, რომ გაუაზრებელ ხარჯებს მოერიდოთ.

ამ დღეს გამოვლენილ სიმპტომებს ნუ უგულებელყოფთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უმნიშვნელო ჩივილიც კი შეიძლება ხანგრძლივ დაავადებაში გადაიზარდოს.

ტყუპები

საყვარელი ადამიანის მიმართ გამოჩენილი მზრუნველობა თქვენს პირად ცხოვრებას უფრო ჰარმონიულს გახდის. გირჩევთ, მეუღლის აზრს მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ, რადგან ახლა თქვენთვის მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ კომპრომისზე წასვლა საკუთარ პრინციპებზე უარის თქმას არ ნიშნავს.

ვარსკვლავების განლაგება ბრწყინვალე პერსპექტივებს გპირდებათ – იუპიტერი იღბალს მოგიტანთ, მარსი კი საჭირო ენერგიით მოგამარაგებთ. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა და შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ არსებობს სიტუაციები, რომლებსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ.

კირჩხიბი

დღეს თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება. ეს შესაძლოა, სიმპათიურ ადამიანთან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყოს. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი საკუთარ თავში ჩაიკეტება და ფიქრებში ჩაიძირება, რაც ახლობლების გაკვირვებას გამოიწვევს.

ეცადეთ, სამსახურებრივი საკითხების მოგვარებისას არ გადაიღალოთ და მომავალი პროექტებისთვის ძალები დაზოგოთ. ფინანსურად აქტიური დღეა — ყურადღებით იყავით, რომ ის შესაძლებლობები არ გამოგეპაროთ, რაც ბიზნესსა თუ კარიერაში გამოჩნდება. მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებსა და გარიგებებს.

სამედიცინო გამოკვლევა სხვა დროისთვის გადადეთ, რადგან დღეს მცდარი დიაგნოზის დასმის რისკი არსებობს. თქვენი ნიშნისთვის ამ დღეს ოპერაციები დაუშვებელია.

ლომი

მარტოხელა ლომებს ბედი დაუვიწყარ მოვლენებს ჰპირდება. გირჩევთ, თავისუფალ დროს სახლის კეთილმოწყობით დაკავდით და სიმყუდროვის შესაქმნელად ინტერიერის ნივთები შეიძინეთ.

დაგროვილი საქმეების სასწრაფოდ მოგვარება მოგიწევთ, თუმცა გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად ნუ მიიღებთ — სიჩქარემ შესაძლოა ცუდი სამსახური გაგიწიოთ, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში.

ჯობია კოსმეტიკურ პროცედურებზე უარი თქვათ და იმუნიტეტის ამაღლებას მეტი ყურადღება დაუთმოთ.

ქალწული

გაახარეთ თქვენი მეორე ნახევარი თუ ძვირად ღირებული საჩუქრით არა, ყურადღებით მაინც — ეს ერთმანეთის ხასიათისა და ჩვევების უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ. უმჯობესია, მთელი დღე საოჯახო საქმეებსა და ყოფით საკითხებს დაუთმოთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, პროფესიულ განათლებაზეც იზრუნოთ — შესაძლოა სამსახურში კონკურენცია გამწვავდეს, ამიტომ ახალი უნარები თქვენს პოზიციას გააძლიერებს.

თუ წონის დაკლებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას გეგმავთ, დიეტის დასაწყებად შესაფერისი დროა. შეარჩიეთ ისეთი მენიუ, რომელიც თქვენს ფიზიკურ დატვირთვას შეესაბამება.

სასწორი

დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ახალ შთაბეჭდილებებს ნუ გამოეკიდებით —ახალს ვერაფერს იპოვით, ურთიერთობას კი საბოლოოდ გააფუჭებთ. ნუ დაუმალავთ ემოციებს ახლობლებს, მათ თქვენი მხარდაჭერა და ღირებული რჩევის მოცემა შეუძლიათ.

კარგი პერიოდია პროფესიული ზრდისა და ოფიციალური შეხვედრებისთვის. სავარაუდოდ, საჭირო კავშირების გამოყენებას მატერიალური მხარდაჭერის მისაღებად ან სტატუსის გასამყარებლად შეძლებთ.

კრედიტებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავეთ და ეცადეთ საკუთარი რესურსები იკმაროთ, თორემ ვალებში ჩაიძირებით. მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთოთ, თუმცა არც დასვენების შესახებ დაივიწყოთ.

მორიელი

დღეს თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა გულგრილს არავის დატოვებს, რაც სიყვარულის პოვნაში დაგეხმარებათ. ძველ მეგობრებთან შეხვედრის დროს შეიძლება საინტერესო სიახლე გაიგოთ, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. შესაძლო, ვიღაცამ ეგოისტი გიწოდოთ, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ არ უნდა დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებს.

დღეს ვარსკვლავები სარფიან გარიგებებს გიწინასწარმეტყველებენ, თუმცა საბოლოო წარმატება თქვენს ცოდნასა და კომპეტენციაზე იქნება დამოკიდებული.

ამჟამად თქვენი ნერვული სისტემა გადატვირთულია და ორგანიზმს დასვენება სჭირდება.

მშვილდოსანი

ერთფეროვნებამ დაგღალათ? დროა გრძნობების განახლებაზე იზრუნოთ. გამორიცხული არ არის, რომ მალე სოლიდური თანხის დახარჯვა მოგიწიოთ, თუმცა შეგიძლიათ მეგობრებისა და ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ.

თავში ბევრი იდეა გაქვთ, მაგრამ ამ დღეს მძიმე სამუშაოს უნდა მოერიდოთ. ყურადღება მიაქციეთ კვებას – მოერიდეთ ცხიმიან, ცხარე და ტკბილ საკვებს, მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული. გახსოვდეთ, რომ სწორი კვება თქვენი იმუნიტეტის საფუძველია.

თხის რქა

საინტერესო ნაცნობობა ამაღელვებელ სასიყვარულო თავგადასავალს გპირდებათ. ამ დღეს მოგიწევთ საკუთარი პრინციპები აქტიურად დაიცვათ.

ვარსკვლავები დამატებითი შემოსავლის მისაღებლად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესანიშნავ შესაძლებლობებს გთავაზობენ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და თქვენი შრომის შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნა ნუ მოგერიდებათ.

საღამოს შეგიძლიათ საკუთარი თავი გემრიელი ვახშამით, სპა-სალონში ვიზიტით ან დიდი ხნის ნანატრი ნივთის შეძენით გაახაროთ. სხეულის კომფორტზე ზრუნვა დადებით ენერგიას და პოზიტიურ განწყობას მოგიტანთ, რაც შრომის ნაყოფიერებაზე აისახება.

მერწყული

ვარსკვლავების ვარაუდით, მალე ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ. ამჟამად თქვენი ემოციური მდგომარეობა უსაფუძვლო ოპტიმიზმიდან სევდამდე, დათმობიდან გაღიზიანებამდე მერყეობს. პირველ რიგში, ეცადეთ ავტორიტეტი შეინარჩუნოთ – პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის რეპუტაცია საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაგეხმარებათ.

დაძაბული დღეა – წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ სიტუაციას სწორად შეაფასებთ და გარშემო მყოფებს თქვენს სიმართლეში დაარწმუნებთ.

გარდერობის განახლება, ვარცხნილობის შეცვლა ან ახალი სამოსი განწყობას გაგიუმჯობესებთ და თქვენს ბუნებრივ მიმზიდველობას გააძლიერებს.

თევზები

შესაძლოა დღეს ურთიერთობებში კომპრომისზე წასვლა მოგიწიოთ. მოუსმინეთ საყვარელ ადამიანს და ეცადეთ, კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთო ენა გამონახოთ.

ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად დასრულებას —თქვენს მონდომებას მაინც არავინ დააფასებს. სჯობს სახლში ადრე დაბრუნდეთ და საღამო ოჯახს დაუთმოთ.

კარგად გარეცხეთ ბოსტნეული და შეამოწმეთ პროდუქტების ვარგისობის ვადა — არსებობს საკვებით მოწამვლის საფრთხე.