1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 2015 წელს ალასანიას წასვლის შემდეგ, “რესპუბლიკელებმა” მოიშორეს კონკურენტი – ხიდაშელს ეს ისე გაუხარდა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი მერე ეგ გახდა, გიჟებივით დახამდნენ -ანა წითლიძე
2015 წელს ალასანიას წასვლის შემდეგ, “რესპუბლიკელებმა” მოიშორეს კონკურენტი – ხიდაშელს ეს ისე გაუხარდა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი მერე ეგ გახდა, გიჟებივით დახამდნენ -ანა წითლიძე

2015 წელს ალასანიას წასვლის შემდეგ, “რესპუბლიკელებმა” მოიშორეს კონკურენტი – ხიდაშელს ეს ისე გაუხარდა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი მერე ეგ გახდა, გიჟებივით დახამდნენ -ანა წითლიძე

124
0

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ, გადაცემაში “პოზიცია”, გაიხსენა 2015 წელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე იკავებდა, მისი მოკავშირეებიდან თუ ვის უხაროდა ეს ამბავი ყველაზე მეტად.

წითლიძის განცხადებით, თინა ხიდაშელს ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის ამბავი “გიჟივით უხაროდა”, რამდენადაც შემდეგ მან დაიკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი.

“2015 წელს ალასანიას წასვლის შემდეგ თინა ხიდაშელი გიჟივით მინისტრი გახდა. “რესპუბლიკელებმა” მაშინ მოიშორეს კონკურენტი. შიგნით მოკავშირეები მაინც ალასანია და “რესპუბლიკელები” იყვნენ, როგორც ორი პროევროპული. ალასანია გამოვიდა და თქვა, რომ იცვლება ქვეყნის კურსი და მივდივარო. ალასანია წავიდა, ყველაზე პროევროპელი ტიპი, რომელიც ამერიკულ კადრად ითვლებოდა, ხიდაშელს ეს ისე გაუხარდა, იმიტომ რომ თავდაცვის მინისტრი მერე ეგ გახდა, გიჟებივით დახამდნენ. დოლიძე წაიყვანა მერე მოადგილედ, იქ ხომ კურიოზებია მერე. ჯარი ჰყვებოდა, რომ მოვიდნენ ჩვენთან, აზრზე არ იყვნენ, რა ხდებოდა ჯარშიო, დადიოდა დოლიძე ლეპტოპით და wifi-ის ეძებდა, სანგარში ვისხედით სადღაცო”, – აცხადებს ანა წითლიძე.