1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 2011 წლის 26 მაისს ხუთი კაცი ხელკეტებით მირტყამდა, წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს, შემდეგ სამმართველოში წაგვიყვანეს, სადაც მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე-ნოდარ არველაძე
2011 წლის 26 მაისს ხუთი კაცი ხელკეტებით მირტყამდა, წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს, შემდეგ სამმართველოში წაგვიყვანეს, სადაც მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე-ნოდარ არველაძე

2011 წლის 26 მაისს ხუთი კაცი ხელკეტებით მირტყამდა, წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს, შემდეგ სამმართველოში წაგვიყვანეს, სადაც მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე-ნოდარ არველაძე

326
0

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულმა ნოდარ არველაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აქციის დარბევის დეტალები გაიხსენა.

როგორც ნოდარ არველაძემ აღნიშნა, დაახლოებით ხუთი ადამიანი სცემდა ხელკეტებით. მისივე თქმით, აქციის სხვა მონაწილეები მასზე მეტად იყვნენ ნაცემი.

„ვიყავით მიტინგზე, წვიმა დაიწყო, აღარ გვაცადეს დაშლა, შემოვარდნენ და დაგვიწყეს ცემა-ტყეპა. ზოგი იქით გავიქეცით, ზოგი – აქეთ. მე პირველი საშუალო სკოლისკენ გავიქეცი, იქ დამიჭირეს და მცემეს. დაახლოებით ხუთი კაცი ხელკეტებით მირტყამდა. პირველი თავში მომარტყეს. მერე ხელები შეგვიკრეს და ასფალტზე გადმოგვათრიეს. მერე იქიდან წაგვიყვანეს, მთაწმინდის რაიონის პოლიციაში მიგვიყვანეს და გარეთ წვიმაში ხელებშეკრული დაგვყარეს. მერე იქიდან სამმართველოში წაგვიყვანეს. სამმართველოში რომ შევედი, მთელი კორიდორი სისხლით იყო სავსე. მეც ნაცემი ვიყავი, მაგრამ ჩემზე მეტად ნაცემი სხვები იყვნენ. მთელი ღამე იქ ვიყავით და დილით გამოგვიშვეს“, – განაცხადა ნოდარ არველაძემ.