1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგაც ვცადეთ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება -იენს სტოლტენბერგი
2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგაც ვცადეთ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება -იენს სტოლტენბერგი

2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგაც ვცადეთ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება -იენს სტოლტენბერგი

56
0

2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგაც ვცადეთ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება, 2022 წლის იანვარშიც კი შევხდით ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში, თუმცა, როდესაც ახორციელებენ მეზობელ ქვეყანაში ინტერვენციას, აზრიანი დიალოგისთვის სივრცე თითქმის გაქრა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოსამშვიდობებელი სიტყვის შემდეგ გამართულ დისკუსიისას განაცხადა.

„მე მჯერა, რომ აბსოლუტურად სწორი იყო ჩვენს მეზობელ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების მცდელობა ცივი ომის შემდეგ. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როდის გახდა ცხადი, რომ ეს არ მუშაობდა? რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგაც, ჩვენ ძალისხმევას მივმართეთ, ჩვენ ვცადეთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესება. 2022 წლის იანვარშიც კი, როდესაც ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი გეგმავდა ფართომასშტაბიან ინტერვენციას, მაშინაც კი ჩვენ შევხდით ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში, რათა გვეცადა, განგვეხორციელებინა ბოლო დიპლომატიური ძალისხმევა, რათა თავიდან აგვეცილებინა ეს ომი. ჩვენ ნამდვილად ვცადეთ რუსეთის პოლიტიკურად ჩართვა და პოლიტიკური დიალოგის ჩამოყალიბება. თუმცა, როდესაც ისინი ახორციელებენ მეზობელ ქვეყანაში ფართომასშტაბიან ინტერვენციას, კლავენ ათასობით ადამიანს, ბომბავენ ქალაქებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რა თქმა უნდა, აზრიანი დიალოგისთვის სივრცე თითქმის გაქრა. ამის ფონზე, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, გარკვეულ ეტაპზე უნდა მოხდეს გარკვეული მოლაპარაკებები რუსეთთან და მან თქვა, რომ რუსეთი უნდა იყოს სამშვიდობო პროცესის ნაწილი, რადგან საბოლოოდ გამოსავლის პოვნა  მტრებთან გიწევს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის განსასაზღვრია, თუ რა არის მისაღები პირობები რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად.