1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

348
0

ვერძი

ამ დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ საყვარელი ადამიანი გაღმერთებთ. ეცადეთ, თქვენც გაუზიაროთ სითბო ადამიანს, რომელიც თქვენთვის ძვირფასია. დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ახლობლებს სამომავლო შენაძენებთან დაკავშირებით რჩევა ჰკითხოთ. ოჯახური თათბირი დიდხანს არ გასტანს.

საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება და დიდ სარგებელს მოგიტანთ. მარტოხელა ვერძებს ახალი, საინტერესო შეხვედრები ელით. იღბალი თქვენს მხარესაა – კარგი დღეა ახალი გეგმების განხორციელებისთვის.

კურო

კუროებმა, რომლებიც ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევიან, ჯობია, ამ დღეებში ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავონ. აჯობებს, სასიყვარულო თავგადასავლებზეც უარი თქვათ, რადგან მათ შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანონ.

უთანხმოების ყველა მიზეზი წარსულს ჩაბარდა და მშვიდობისა და სიმშვიდის პერიოდი დადგა. მშვენიერი დღეა პერსპექტიული პროექტის დასაწყებად ან რაიმე ახლის შესასწავლად.

მოერიდეთ კრედიტის აღებას, რადგან შესაძლოა სესხი არახელსაყრელი პირობებით შემოგთავაზონ. ჯანმრთელობის მხრივ საწუწუნო არაფერი გაქვთ, მიუხედავად ამისა, პროფილაქტიკური ვარჯიში არ დაივიწყოთ.

ტყუპები

მარსი ტემპერამენტული ადამიანების ენერგიას დამატებით მუხტს შესძენს, თქვენი პერსონის მიმართ ყურადღება გაიზრდება. შუადღიდან მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები, თუმცა ეს კატასტროფა არ არის. გახსოვდეთ, რომ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოჰყვება.

თუ უფროსის შეცდომას შეამჩნევთ, ამაზე საჯაროდ ნუ ისაუბრებთ და მოგვიანებით, პირისპირ უთხარით. შუადღემდე ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ, ამიტომ სასურველია მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. შეგიძლიათ საკუთარ ინტუიციას ენდოთ – ამ დღეს ის მნიშვნელოვან მინიშნებას მოგცემთ.

სატურნისა და მთვარის უარყოფითი კომბინაციის გამო, შესაძლოა თავის მსუბუქმა ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ მოერიდეთ გადამეტებულ ფიზიკურ დატვირთვას.

კირჩხიბი

იანვარი ფინანსურად რთული თვე იქნება, ამიტომ ეცადეთ, ოჯახის ბიუჯეტში ხარჯები შეამციროთ და ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ. კარგი იქნება, თუ დამატებითი შემოსავლის წყაროსაც მოძებნით.

დღეს შესაძლოა პირად ურთიერთობებთან დაკავშირებულ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. პრობლემების მიზეზი სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდება. საღამო ახლობლების წრეში გაატარეთ, მათ თქვენი მხარდაჭერა და გონივრული რჩევა სჭირდებათ. განიხილეთ მიმდინარე საკითხები, თუმცა არც ოჯახური ცხოვრების სასიამოვნო მხარეები დაივიწყოთ.

მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ გავლენიანი ქალბატონის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ყურადღებით იყავით – გამორიცხული არ არის, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო დროს მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაგეკარგოთ ან ციფრებში შეცდომა დაუშვათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე გადასვლისას – უახლოეს დღეებში ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობა იზრდება.

ლომი

თქვენი შინაგანი მომხიბვლელობა მატულობს. სავსებით შესაძლებელია, რომ პერსპექტიული რომანის დახმარებით მატერიალური ან სოციალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. პლანეტები მიგანიშნებენ, რომ პარტნიორთან ურთიერთობაში სტაბილურობას არ უნდა ელოდოთ. პირიქით, მოვლენები შეიძლება მოულოდნელად განვითარდეს და მყისიერი რეაგირება დაგჭირდეთ.

მარტოხელა ლომები მზად არიან, ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალონ. საქმიანმა აქტივობამ და შრომისუნარიანობამ სასურველი შედეგი უნდა გამოიღოს. ხელმძღვანელობა შესაძლოა თქვენით დაინტერესდეს და თქვენს კომპეტენციას ეჭვქვეშ ნუ დააყენებინებთ. შესაძლოა სარფიან სამუშაოზე ან არაოფიციალურ თანამშრომლობაზე შეთავაზება მიიღოთ.

არც დასვენება დაივიწყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძლიერი დაღლილობის გამო დაგეგმილის რეალიზებას ვერ მოასწრებთ. სასურველია, საღამოს საქმეები დროებით გვერდზე გადადოთ და მედიტაციისთვის დრო გამონახოთ.

ქალწული

გულწრფელობა ყოველთვის მიმზიდველია, ამიტომ გრძნობების გამოვლენის ნუ შეგეშინდებათ. გაუზიარეთ ახლობლებს სითბო, რომელიც თქვენში უხვადაა და ოჯახის წევრებს პატარა დღესასწაული მოუწყვეთ.

ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ ჭორები და ინტრიგები თქვენს სამსახურში უკვე წესად იქცა, თუმცა ეცადეთ ჭორიკნებისგან თავი შორს დაიჭიროთ! თქვენმა გაბედულმა მოქმედებებმა შესაძლოა კეთილდღეობამდე და მატერიალურ სტაბილურობამდე მიგიყვანოთ. მთავარია, გარშემომყოფები თანამშრომლობაზე დაითანხმოთ.

სუფთა ჰაერი თქვენთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ჟანგბადის ნაკლებობა თქვენი ნიშნის წარმომადგენლებზე უარყოფითად აისახება.

სასწორი

ამ დღეს საყვარელ ადამიანებზე, როგორც არასდროს, ისე უნდა იზრუნოთ – ამ ადამიანებმა ყველაზე მძიმე წუთებში არ მიგატოვეს და დროა, მადლიერებით უპასუხოთ. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, მაგრამ ეცადეთ, მომხდარი რეალისტურად შეაფასოთ. თქვენი რისკი გამართლებულია, ამიტომ თამამად უნდა იმოქმედოთ.

გამორიცხული არ არის, რომ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება მოგიწიოთ, თანაც ნათესავების სტუმრობის დროს, რომლებთანაც დაძაბული ურთიერთობა გაქვთ.

ვარსკვლავები ამ დღეს კრედიტის აღებას არ გირჩევენ. თუ ფული სასწრაფოდ გჭირდებათ, ახლობლებს უნდა მიმართოთ.

თუ ამინდი ამის საშუალებას მოგცემთ, ეცადეთ სუფთა ჰაერზე ხშირად ისეირნოთ. ასევე ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს და ცომეული ამოიღეთ.

მორიელი

პლუტონისა და მერკურის კვინკონსი მიანიშნებს, რომ საკუთარი თავის წარმოჩენას მალე შეძლებთ. შესაძლოა, სახლში უსიამოვნო სიურპრიზი დაგხვდეთ. მოიკრიბეთ ძალა, რომ დარტყმას ღირსეულად გაუძლოთ.

დღეს თავში მახვილგონივრული იდეები მოგივათ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებსაც აქამდე ვერც თქვენ და ვერც თქვენი ახლობლები უმკლავდებოდით!

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს ფინანსური გადაწყვეტილებებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

მშვილდოსანი

სასიყვარულო საქმეებში ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს კეთილგანწყობას ისეთი ადამიანი ეძებს, რომელსაც პირადი ინტერესები ამოძრავებს. ეცადეთ, ერთმანეთს ყურადღებით მოუსმინოთ.

დღეს ბევრი შეხვედრა და სხვადასხვა თემაზე ურთიერთობა გელით. სავარაუდოდ, ინიციატივის გამოჩენა და დაგროვილი საქმეების მოგვარება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თანხა მხოლოდ იმ საქმეში დააბანდოთ, რომელსაც კარგად იცნობთ და მორალურ კმაყოფილებას განიჭებთ. ნუ დათანხმდებით მეგობრების შეთავაზებებს, თუ ახალ სფეროში კარგად ვერ ერკვევით.

ფიზიკური ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევთ. ეცადეთ წვრილმანების გამო ნერვები არ მოიშალოთ.

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება ახლობელმა ადამიანმა მოულოდნელი კითხვა დაგისვათ და ეცადეთ, პასუხს თავი აარიდოთ, რადგან ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობას ზედმეტი გულახდილობა ავნებს.

ნუ იყიდით უსარგებლო ნივთებს, რომლებიც მომავალში არაფერში გამოგადგებათ. ვარსკვლავბის რჩევაა, რომ ფული “შავი დღისთვის” შეინახოთ.

სასურველია, რაციონში იოდით მდიდარი პროდუქტები შეიტანოთ ან იოდიზებული მარილი გამოიყენოთ.

ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

მერწყული

ეს დღე ხელსაყრელია საყვარელ ადამიანთან განმარტოებისთვის – ურთიერთობა სითბოთი და რომანტიკით იქნება სავსე. საქმეების რაციონალურად დაგეგმვისა და ძალების სწორად განაწილების ჩვევა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ეცადეთ, ყურადღება სასიამოვნო მოვლენებზე გაამახვილოთ. იფიქრეთ იმაზე, რისი მიღება გსურთ და დაინახავთ, როგორ დაიწყება თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები. მთავარია, თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს არ გასცდეთ და ვალები არ დაიდოთ.

ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ, რომ ყველა გეგმას თავი დროულად გაართვათ. მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს დილის საათებში შესაძლოა მცირე დისკომფორტი ჰქონდეთ, თუმცა საღამომდე თავს უკეთ იგრძნობთ.

თევზები

მოხდება ის, რისიც ასე გეშინოდათ, თუმცა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

მალე ნაკლებად ნაცნობი ადამიანი საინტერესო წინადადებით მოგმართავთ. გირჩევთ წარმატების მისაღწევად არასტანდარტული აზროვნება განავითაროთ და რუტინულ საქმეებსაც კი შემოქმედებითად მიუდგეთ. ასეთ შემთხვევაში მუშაობა მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ, პრობლემები კი გაცილებით ეფექტურად გადაიჭრება.

მოსალოდნელია დროებითი სირთულეები, რომლებსაც პრაქტიკულობისა და საზრიანობის წყალობით ადვილად გადალახავთ. თქვენნაირ ადამიანებს შეუძლიათ, მარცხი გამარჯვებად აქციონ. ბოლო დროს მუშაობამ მეტისმეტად გაგიტაცათ და უფრო მნიშვნელოვანი რამ გამოგრჩათ — ეს შეიძლება ახლობლებთან ურთიერთობა ან საკუთარი ჯანმრთელობა იყოს.