1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

386
0

ვერძი

დღის პირველი ნახევარი წინააღმდეგობებით იქნება სავსე. შეიძლება, ბევრი რამ ისე არ წარიმართოს, როგორც თქვენ გსურთ და გარემოებებთან შეგუება მოგიწიოთ. ეცადეთ, სამსახურში ცოტა მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ. ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ყველაზე თამამ იდეას მხარს დაუჭერს. კარგი იქნება, თუ შესრულებულ სამუშაოს შეაფასებთ და მოქმედების გეგმას შეადგენთ.

კურო

გახსოვდეთ, რომ მოზღვავებული ემოციები ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება, ამიტომ ეცადეთ, წვრილმანებზე ნერვიულობას მოერიდოთ. ხელსაყრელი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ – წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედების შემთხვევაში მიაღწევთ. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლე ძველი ნაცნობისგან.

ტყუპები

ამ დღეს თქვენი მთავარი მტერი საკუთარი ემოციებია. თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე კამათში გაატაროთ, ეცადეთ, მცირე პროვოკაციებს უფრო მშვიდად შეხვდეთ და უსამართლო კრიტიკას ყური მოარიდოთ. რთულ დროს გაიხსენეთ გამარჯვებები, რომლებიც ადრე მოგიპოვებიათ. საღამოს ეცადეთ, აურზაურს ცოტა ხნით გაერიდოთ და წყნარ ადგილზე განმარტოვდეთ. თბილი აბაზანა და ბალახების ჩაი ადვილად დაძინებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ეს დღე მშვენივრად დაიწყება – ძველ პრობლემებს მოაგვარებთ და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს მიიღებთ. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ. მავნე ჩვევებისგან გათავისუფლების და ვარჯიშის დაწყების დროა. სასურველია, რომ საღამოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და დრო უფრო სასიამოვნო საქმის კეთებას დაუთმოთ.

ლომი

ამ დღეს შეძლებთ მეგობრებსა და კოლეგებს წინასწარმეტყველის როლში მოევლინოთ. ზოგჯერ ძალიან უადგილო და უხერხულ კითხვებს სვამთ, მაგრამ ეს საშუალებას გაძლევთ, რომ ჩვეულებრივ საგნებსა და სიტუაციებს ახლებურად შეხედოთ. ზოგი ადამიანი თქვენი ხედვით იმდენად დაინტერესდება, რომ კარგ მეგობრებად იქცევით. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ და გონებრივ შრომას. თუ საღამოს უსაქმურად ყოფნა გიჭირთ, ისეთი საქმე აკეთეთ, რომელიც დიდ დატვირთვას არ მოითხოვს.

ქალწული

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ძალები ობიექტურად შეაფასოთ. ეცადეთ ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელშიც ვერ ერკვევით და დასრულება გაგიჭირდებათ. გირჩევთ ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინოთ. მცდარი შეხედულებები სწორ გადაწყვეტილების მიღებაში ხელს გიშლით. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები.

სასწორი

ამ დღის პირველი ნახევარი ძალიან ნაყოფიერია. გირჩევთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმიანი საუბრები დღის ამ მონაკვეთში დაგეგმოთ. ვითარების ობიექტური შეფასება ბრძნულ და ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ. თუ აუცილებელი არ არის, რისკისგან თავი უნდა შეიკავოთ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და უსაფუძვლო ეჭვებით საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

მორიელი

ამ დღეს დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ, რადგან უკვე აღებულის შესრულებაც გიჭირთ. ეცადეთ, პროფესიული საქმიანობა ცოტა ხნით დაივიწყოთ და ეს დღე მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატაროთ. სავარაუდოდ, პრობლემების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ, მაგრამ გირჩევთ, მომხდარზე მყისიერი რეაქცია გქონდეთ და სირთულეებზე თვალი არ დახუჭოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ემოციების გავლენით ისეთი რამე გააკეთოთ, რასაც დიდხანს ინანებთ. ბევრი პრობლემა, რომელიც ახლა გაწუხებთ, ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გამორიცხული არ არის, საუბარში შემთხვევით საკუთარი საიდუმლო გაამხილოთ, რაც უამრავ პრობლემას შეგიქმნით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენას კბილი დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებთან ურთიერთობას ერიდოთ.

თხის რქა

ამ დღეს ყურადღების გამახვილება და დაწყებული საქმის დასრულება გიჭირთ. შეიძლება სახლში ან სამსახურში შექმნილმა ქაოსმა და არეულობამ ძალიან გაგაღიზიანოთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემებიც. ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარს შეიძლება დაპირისპირება მოჰყვეს, ამიტომ ვითარების გარკვევა სამომავლოდ უნდა გადაიტანოთ.

მერწყული

ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს მიაღწიოთ. ინტუიციას მოუსმინეთ – მისი მინიშნებები ყოველთვის ზუსტი და დროულია. მოსალოდნელია წარმატებული დამთხვევები. შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ საკუთარი ბიუჯეტი დაგეგმოთ და მომავალი კვირის გეგმა შეადგინოთ.

თევზები

გარშემო მყოფები ყურადღების კონცენტრაციაში ხელს გიშლიან და მუშაობის დაწყებას ვერ ახერხებთ, თუმცა რთული და ქაოსური დილის შემდეგ სიმშვიდე დაისადგურებს და დაწყებულის დროულად დასრულებას შეძლებთ. მოერიდეთ ფულის სესხებას და ნივთების კრედიტით შეძენას. ამ დღეს ფინანსურ საკითხებზე საუბარიც კი არ ღირს. ცვლილებებისა და სიახლეებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ასეთი გეგმების განხორციელება ჯობს ხვალისთვის გადადოთ.