1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „კიევისადმი სოლიდარობა მცირდება“ – El Mundo
„კიევისადმი სოლიდარობა მცირდება“ – El Mundo

„კიევისადმი სოლიდარობა მცირდება“ – El Mundo

1.42K
0

ესპანური გაზეთი „ელ მუნდო“ (El Mundo) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კიევისადმი სოლიდარობა მცირდება“ (ავტორი – სილვია რომანო).

„ვლადიმერ პუტინი მშვიდად ელოდება მოვლენების განვითარებას. ზის კრემლში და სიტუაციას აკვირდება. არამარტო იმიტომ, რომ საათი დროს რუსეთის სასარგებლოდ ითვლის, რომ მოსკოვს შეუძლია მობილიზაცია კიდევ ჩაატაროს და ფრონტზე ახალი ძალები გაგზავნოს, არამედ იმიტომაც, რომ მას აინტერესებს რა მოხდება დასავლეთის ქვეყნებში, რომლებშიც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს – პოლონეთში, სლოვაკეთში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და სხვაგან“, – ნათქვამია სტატიაში.

„ევროპული ქვეყნების ბლოკში, რომლისგანაც უკრაინა მნიშვნელოვან დახმარებასა და მხარდაჭერას იღებდა, ახლა სიტუაცია მყიფეა და არასტაბილური. მმართველი პარტიების ყურადღება ახლა შიდაპოლიტიკურ მომენტებზეა გადატანილი, რომ რაც შეიძლება მეტი ხმები მიიღონ არჩევნების ჟამს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიევისადმი დახმარების საკითხი გვერდზეა გადადებული და მათ უმთავრესად საკუთარი პრობლემების მოგვარება აინტერესებთ“, – აღნიშნავს ავტორი.

„მსგავსი რამ მოსალოდნელია ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს – ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არაოფიციალურად დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია ქვეყნის შიდა პრობლემებზეა კონცენტრირებული. თანაც ამ რბოლაში სავარაუდო გამმარჯვებელი დონალდ ტრამპი მაინცდამაინც ისე მძაფრად არ გამოდის „უკრაინისა და ევროპის უპირველესი მტრის – ვლადიმერ პუტინის“ წინააღმდეგ, როგორც ეს კიევს სურს“, – ნათქვამია სტატიაში.

მოკლედ, უკრაინის კონფლიქტის „საათი ჩართულია“. ომი, რომელსაც რუსეთი უკრაინის გამოფიტვისათვის აწარმოებს, უკვე პირველ ნაყოფს იღებს. ვოლოდიმირ ზელენსკი დაღვრემილია, კიევისადმი დასავლური სოლიდარობა მცირდება.

წყარო