18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმების შეცვლა და შეხვედრების გადადება მოგიწევთ. კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მთელი ძალისხმევა ახლად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებისკენ მიმართოთ.
კურო
მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. ნებისმიერი სირთულის საქმეს უმოკლეს დროში და წარმატებით დაასრულებთ და დასვენებისთვის დროც დაგრჩებათ. გარემოებათა წარმატებული განვითარება ხანგრძლივი კონფლიქტის დასრულებას და დადებითი ემოციების ზღვას გპირდებათ.
ტყუპები
პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ძველი მინების და ოცნებების ასრულებას გპირდებათ. სავარაუდოდ, საღამოს სასიხარულო ამბავს გაიგებთ და ახლობელ ადამიანთან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას შეძლებთ. დროა, ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებასა და იმუნიტეტის ამაღლებაზე იზრუნოთ.
კირჩხიბი
დილიდან შინაგან დისკომფორტს გრძნობთ და სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. უმნიშვნელო ამბები ან გარეშე პირები თქვენს ყურადღებას ხშირად იქცევენ. დღის მეორე ნახევარში თავში ბრწყინვალე იდეა მოგივათ, მაგრამ გირჩევთ, ამის შესახებ კოლეგებს ჯერ არაფერი უამბოთ. ამჟამად მათგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოთ, ამიტომ დამოუკიდებლად მოქმედება უნდა დაიწყოთ.
ლომი
ამ დღეს გარშემომყოფთა მხარდაჭერას და მოწონებას დაიმსახურებთ. რა გასაკვირია, თქვენი ოპტიმიზმი და ურთიერთობის სტილი ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს. მარტოხელა ლომი საპირისპირო სქესის ადამიანს გაიცნობს, რომელიც მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. საღამო შოპინგისთვის ხელსაყრელია.
ქალწული
თქვენ ირგვლივ ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ საკუთარი პასუხისმგებლობები არ უნდა დაივიწყოთ. ეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ დაწყებული საქმეების დროულად დასრულება შეძლოთ. შექმნილ მდგომარეობაზე ფიქრისა და სიტუაციის გაანალიზებისთვის დრო გამონახეთ – დაფიქრდით, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ შემოსავლის გასაზრდელად.
სასწორი
შეწყვიტეთ წვრილმანებზე ფიქრი, თორემ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას გამოტოვებთ. შფოთვითი მდგომარეობა სამსახურზე ყურადღების გამახვილების საშუალებას არ გაძლევთ, შედეგად საქმის დასრულება და სასურველი შედეგის მიღება გიჭირთ. გირჩევთ, სიამაყე დაივიწყოთ და დახმარება მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვოთ. სასურველია, რომ საღამო ოჯახში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.
მორიელი
თქვენი გულწრფელობა და პირდაპირობა უამრავ ადამიანს მიიზიდავს და ახალ მოკავშირეებს გაპოვნინებთ. თქვენი იდეები და თამამი წინადადებები საყოველთაო აღიარებას მოიტანთ. დროა, ძველ საქმეებს მიუბრუნდეთ. ძველი პრობლემების ახლებურად დანახვა საკუთარი შეცდომების გამოსწორებაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
მშვიდი და ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. დროა, აქტიურობა შეამციროთ და ძალების აღდგენაზე იფიქროთ. მეგობრებთან შეხვედრა სამსახურებრივი პრობლემების დავიწყებაში დაგეხმარებათ. საღამოს რომანტიკული პაემანი ან გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა გელით.
თხის რქა
თუნდაც ძალიან იღბლიანი ადამიანი იყოთ, გაუმართლებელ რისკს და დაუფიქრებელ მოქმედებას უნდა ერიდოთ. წარსულის გამოცდილება რთული ვითარებიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ. საღამოს შესაძლოა ძველი მეგობრები ან ნათესავები გესტუმრონ, რომლებიც დიდი ხანი არ გინახავთ.
მერწყული
ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები თუ რთული მოლაპარაკებები თქვენთვის ხელსაყრელი შედეგით დასრულდება. პიროვნული ხიბლი და ადამიანების დარწმუნების უნარი გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას და მოგებიან გარიგებებს მოიტანთ. ეს დღე ასევე ხელსაყრელია ვარჯიშისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
თევზები
პროფესიული საქმიანობა და კოლეგებთან ურთიერთობა წარმატებული და ნაყოფიერია.სავარაუდოდ, ბიზნესპარტნიორები ხელსაყრელ პირობებს შემოგთავაზებენ, რაც სოციალური პოზიციის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ, თუმცა შურიანი და არაკეთილსინდისიერი ადამიანების თავდასხმისთვისაც უნდა მოემზადოთ. საღამოს მოულოდნელ სიახლეებს შეიტყობთ.