1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყში და ავღანეთში მისიებით -32 ჩვენი გმირი სამხედრო დავკარგეთ”-პრემიერი
“18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყში და ავღანეთში მისიებით -32 ჩვენი გმირი სამხედრო დავკარგეთ”-პრემიერი

“18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყში და ავღანეთში მისიებით -32 ჩვენი გმირი სამხედრო დავკარგეთ”-პრემიერი

188
0
18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყში და ავღანეთში მისიებით. 32 ჩვენი გმირი სამხედრო დავკარგეთ. სიცოცხლე გაიღეს ნატოსთვის, მსოფლიო მშვიდობისთვის. ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცები არიან მძიმედ დაჭრილები. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი და მე მქონდა და მაქვს შეხება ამ ადამიანებთან. მე ვიცი, რამხელა სიმძიმეს ატარებენ ეს ბიჭები. ზოგს ხელი აქვს დაკარგული, ფეხი და ასე შემდეგ, უამრავი ტრამვები მიიღეს, რისთვის მეგობრებო. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. იმიტომ რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს, ასე იყო საჭირო. რაღაც მიზანი დავსახეთ, ვთქვით რომ ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და წავიდნენ ვაჟკაცურად, ისევე როგორც ამას ყოველთვის ჩვენ, ქართველები ვაკეთებთ და თავი გაწირეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანდიდარის სტატუსს იმსახურებს ქართველი ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა.
 
„ახლა მოდით შევადაროთ, ნატოს მისიებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობაზე მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა. ერაყში, ავღანეთში ასევე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მე მახსოვს მაშინ, როცა ჩამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი საფრანგეთის, ფრანსუა ოლანდი, პირდაპირი თხოვნა გადმომცა, რომ იქნებ საქართველოს გაეგზავნა მისია. ეს იყო ევროკავშირის მისიით, ევროკავშირის ეგიდით მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ მაშინ გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტე, გავაგზავნეთ ერთი ასეული თუ არ ვცდები, ეს იყო ძალიან განმსაზღვრელი და ძალიან მნიშვნელოვანი მისია შეასრულა ჩვენმა ჯარმა აფრიკაშიც. ერაყში 2000 კაცზე მეტი იყო, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. 18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყში და ავღანეთში მისიებით. 32 ჩვენი გმირი სამხედრო დავკარგეთ. სიცოცხლე გაიღეს ნატოსთვის, მსოფლიო მშვიდობისთვის. ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცები არიან მძიმედ დაჭრილები. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი და მე მქონდა და მაქვს შეხება ამ ადამიანებთან. მე ვიცი, რამხელა სიმძიმეს ატარებენ ეს ბიჭები. ზოგს ხელი აქვს დაკარგული, ფეხი და ასე შემდეგ, უამრავი ტრამვები მიიღეს, რისთვის მეგობრებო. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. იმიტომ რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს, ასე იყო საჭირო. რაღაც მიზანი დავსახეთ, ვთქვით რომ ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და წავიდნენ ვაჟკაცურად, ისევე როგორც ამას ყოველთვის ჩვენ, ქართველები ვაკეთებთ და თავი გაწირეს. კრიტიკულ დროს მე ამას ვახსენებ ყოველთვის და ყოველთვის შევახსენებ ჩვენს მეგობრებს. ჩვენ უკან არ ვიხევთ არასოდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩვენ, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი შედეგებით, ჩვენი მუშაობით, ჩვენი მიღწევებით, განვლილი გზით, ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა ძალიან გულსატკენი იყო ის განცხადება რომელიც მოვისმინეთ ჩვენ შარშან, ზოგმა გეოგრაფია დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, ზოგმა რაღაც, ანუ დამსახურებაზე დაყრდნობილი პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ იქნება, მე მჯერა რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამას იმსახურებს კიდევ ვიმეორებ ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა,”- განაცხადა პრემიერმა.