16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს პრაქტიკული უნარები უნდა გამოიჩინოთ და მარტო ის აკეთოთ, რაც სარგებელს და წარმატებას მოგიტანთ. თუ გრძნობთ, რომ ნებისმიერი წვრილმანი ყურადღებას გიფანტავთ და საქმეს გწყვეტთ, საქმის დასრულებამდე ურთიერთობები შეზღუდეთ. შესაძლოა უსიამოვნო ამბავი გაიგოთ, რომელიც განწყობას გაგიფუჭებთ.
კურო
ეცადეთ, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და საკუთარი ემოციები და განცდები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ. გირჩევთ, გაზაფხულის დადგომამდე იმიჯის შეცვლა მოასწროთ. ყურადღებით უსმინეთ ახლობელი ადამიანების რჩევას, რომელიც სწორ გზას მიგასწავლით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება უმნიშვნელო კამათმა დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ.
ტყუპები
სცადეთ დრო ისე გაანაწილოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ. მიზნის მიღწევამდე ცოტა გაკლიათ, მთავარია, ყურადღება არ გაგეფანტოთ და ნებისყოფამ არ გიღალატოთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მიუწვდომელი მიზნები არ დაისახოთ, რათა იმედგაცრუებული არ დარჩეთ.
კირჩხიბი
ამ დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები შეიძლება ჩაიშალოს ან ისე არ წარიმართოს, როგორც გეგმავდით. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობასა და იმუნიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
ლომი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძვირფასი დრო სოციალურ ქსელებში უსარგებლო „სქროლვაზე“ დაკარგოთ. მთელი ყურადღება საკუთარ პასუხისმგებლობებზე გადაიტანეთ და ეცადეთ, დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ქალწული
მოემზადეთ იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება. შეიძლება ყველა ცვლილება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეს უნდა აღიქვათ, როგორც შესაძლებლობა პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. გახსოვდეთ საკუთარი გამოცდილება და წარსული შეცდომები არ გაიმეოროთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.
სასწორი
შეიძლება, საყვარელი ადამიანი შემთხვევით გაანაწყენოთ და მასთან ურთიერთობა გაიფუჭოთ, ამიტომ საკუთარი სიტყვები და ქმედებები უნდა აკონტროლოთ. მაღაზიებში სიარულისა და შეძენისთვის არახელსაყრელი დღეა – შეძენილი ნივთი იმედებს სწრაფად გაგიცრუებთ. შოპინგის ნაცვლად, გირჩევთ, დრო გამონახოთ, ძველ მეგობარს ეწვიოთ და ფინჯან ყავასთან ძველი დრო გაიხსენოთ.
მორიელი
ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ – ამ დღეს ერთმანეთის არ გესმით და შეიძლება უმნიშვნელო კამათმა სკანდალი გამოიწვიოს. პირადი ცხოვრებისგან განსხვავებით, პროფესიული საქმიანობა წარმატებული იქნება. საკუთარი პოზიციის დაცვას და ოპონენტების დარწმუნებას შეძლებთ, რაც წარმატებას მოგიტანთ.
მშვილდოსანი
მოზღვავებული ემოციები ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს გიშლით. უმცირესი წინააღმდეგობა გაღიზიანებთ და სამაგიეროს გადახდას ცდილობთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად კოლეგებთან ურთიერთობები შეზღუდოთ და ემოციები აკონტროლოთ. სავარაუდოდ, ხელსაყრელი შესაძლებლობა გამოჩნდება და მხედველობიდან არ გამოგეპაროთ.
თხის რქა
ამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით. ეცადეთ, თანამოსაუბრესთან ბოლომდე გულწრფელი იყოთ და საკუთარი სიტყვები მოქმედებებით გაამყაროთ. საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ თუ რაღაც პირველ ცდაზე არ გამოდის, მეორედაც აუცილებლად უნდა სცადოთ.
მერწყული
ამ დღეს ეცადეთ პრობლემები ეტაპობრივად მოაგვაროთ. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, რამდენიმე საქმის ერთდროულად მოგვარებას ნუ ეცდებით – ამან შეიძლება მოლოდინის საპირისპირო შედეგი მოგიტანოთ. შეთავაზებას გულმოდგინე განხილვისა და კონსულტაციების გარეშე ნუ დათანხმდებით, მით უმეტეს, რომ რამდენიმე დღეში ვითარება შეიცვლება.
თევზები
ახლობელმა ადამიანმა შეიძლება იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანამდე ეცადეთ, ყველა წვრილმანი გაარკვიოთ. დროა, პირადი ურთიერთობების მოგვარებაზე იზრუნოთ – გათავისუფლდით ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი მოაქვთ.