1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს” – გია აბაშიძე
“14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს” – გია აბაშიძე

“14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს” – გია აბაშიძე

218
0

100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს. ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი რაღაც კანტორა, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის 14 სენატორის წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემთხვევაში, მათ შეიძლება წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა, რაშიც შესაძლოა შედიოდეს სანქციები პასუხისმგებელ პირთა მიმართ.

ანალიტიკოსის თქმით, მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნება-სურვილს ასრულებს, ფარატინა ქაღალდებით შანტაჟის არავის ეშინია.

„100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს. ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი რაღაც კანტორა. აბა გაუბედონ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეპასუხება, რომელმაც თქვა, რომ მისი ქვეყანა და ევროპა არ უნდა იყვნენ აშშ-ის ვასალები. ვერაფერსაც გაუბედავენ, თავგასული ნეოკონები ამერიკის ორივე პარტიაში.
როცა საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნება-სურვილს – სუვერენულობა, დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა – ასრულებს მისი ხელისუფლება, იქ ამ ფარატინა ქაღალდების შანტაჟის არავის ეშინია!” – წერს გია აბაშიძე.