14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
პირად ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები გელით. გახსოვდეთ, რომ სიყვარული და ნდობა ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველია.
შესაძლოა, ვიღაცამ ძველი წყენის გახსენება გაიძულოთ. დღის ბოლოს ვითარება გაუთვალისწინებელი მოვლენების ან ამბების გამო მოულოდნელად შეიცვლება. სავარაუდოდ, კოლეგებს უფროსისთვის სასიამოვნო სიურპრიზის მოწყობა მოუნდებათ – სასურველია, რომ ინიციატივას თქვენც შეუერთდეთ. მით უმეტეს, რომ ფინანსურად შეზღუდული არ ხართ.
სტრესული სიტუაციის გადატანა შეიძლება თქვენს ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ მარტივი მედიტაციისა და რელაქსაციის ტექნიკები ისწავლოთ.
კურო
სამწუხაროდ, თქვენს ცხოვრებას რომანტიკა და ამაღლებული გრძნობები აკლია. თუ მთელ თავისუფალ დროს ფულის გამომუშავებას და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას დაუთმობთ, ბევრს დაკარგავთ!
დაოჯახებული კუროებისთვის ეს დღე მშვიდად და ჰარმონიულად ჩაივლის.
მოსალოდნელია ახალი პროექტები ან ვალდებულებები, რომლებიც დამატებით დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. არ გადაიღალოთ. გახსოვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაოსა და დასვენებას შორის ბალანსი. ნუ მისცემთ ხელმძღვანელობას თქვენს პროფესიონალიზმში დაეჭვების მიზეზს.
მოსალოდნელია შემოთავაზება მოგებიანი სამუშაოს ან არაოფიციალური თანამშრომლობის შესახებ. ამ პერიოდში უმჯობესია შორეული მგზავრობებისა და მოგზაურობებისგან თავი შეიკავოთ.
ტყუპები
თქვენი ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ვარსკვლავები შეხვედრას ჰპირდებიან, რომელიც რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისი გახდება.
დღე მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაივლის. გამონახეთ დრო საყვარელი გატაცებისთვის ან უბრალოდ დაისვენეთ. სავარაუდოდ, დღეს კოლეგებთან, უფროსებთან და საქმიანი პარტნიორებთან ერთად, არაოფიციალურ გარემოში მოლაპარაკებების გამართვა მოგიწევთ.
შესაძლოა დღეს ძველი ვალი დაგიბრუნონ ან გარკვეული თანხა მოიგოთ. ამ დღეს მერკური გმფარველობთ და იღბალი თქვენს მხარეს იქნება.
უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ძილის დარღვევა —დამამშვიდებელი წამლების მიღებას არ გადააჭარბოთ, რადგან მათ შეიძლება გვერდითი ეფექტები ჰქონდეთ.
კირჩხიბი
ამ დღეს ვარსკვლავები ურთიერთობებში ძველი კონფლიქტებისა და უთანხმოებების მოგვარებას ხელს უწყობენ. დაოჯახებულმა კირჩხიბმა შეიძლება ახალი, საინტერესო ადამიანი გაიცნოს. ეცადეთ, დასაშვებ საზღვრებს არ გადააბიჯოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ნახევრისგან ეჭვიანობის სცენებს და სკანდალებს უნდა ელოდოთ.
მშრომელი და პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომელი ხართ, რაც ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდება. შესაძლოა უფროსმა თქვენი მატერიალურად წახალისება გადაწყვიტოს.
თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული არ ხართ სპეციალისტს უნდა მიმართოთ.
შეამცირეთ მარილისა და შაქრის მოხმარება, რადგან ეს შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.
ლომი
შესაძლოა, ამ დღეს სასიამოვნო ამბავი გაიგოთ ადამიანისგან, ვისაც მოსწონხართ ან რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ. საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. თუ საყვარელ ადამიანთან საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებთ, მეგობრებთან ურთიერთობა ან საკუთარ თავზე ზრუნვა სცადეთ.
მიღებული ინფორმაცია გამოიყენეთ, მაგრამ მოქმედება არ იჩქაროთ — ეს დღე უფრო ანალიზისა და გეგმების გადახედვისთვის არის ხელსაყრელი, ვიდრე მათი განხორციელებისთვის.
საკუთარი ბიზნესის მფლობელები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ თანამშრომლებს შორის ურთიერთობებს — კოლექტივში კონფლიქტებმა შესაძლოა ზედმეტი ხარჯები და სხვა პრობლემები გამოიწვიოს.
თქვენი ნიშნის სუსტი ადგილებია ფილტვები, საჭმლის მომნელებელი სისტემა, ღვიძლი და კიდურები. ეცადეთ როგორც კვებაში, ისე ალკოჰოლის მოხმარებაში ზომიერება დაიცვათ.
ქალწული
გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან საერთო შემოსავლებზე და ხარჯებზე იმსჯელოთ – წინააღმდეგ შემთხვევაში მალე ფინანსური სირთულეები დაგატყდებათ თავზე.
იმ მოცულობის სამუშაოს, რომელსაც დღეს გეგმავთ, მარტო ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ თანამოაზრეები უნდა იპოვოთ.
ნუ ეცდებით, რომ საკუთარი შეცდომები პარტნიორს გადააბრალოთ. თუ საქმე არა მეგობრებთან, არამედ მეტოქეებთან გაქვთ, შეეცადეთ მათთან მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწიოთ.
მოერიდეთ ძლიერი ემოციების გავლენის ქვეშ მოქმედებას. მეწარმეებმა, რომლებსაც სახელმწიფო უწყებებთან ან ორგანიზაციებთან აქვთ კავშირი, შესაძლოა ზარალი განიცადონ.
ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ მარტო სეირნობისგან, მანქანის სწრაფად ტარებისა და ექსტრემალური სპორტისგან.
უმჯობესია დღის პირველ ნახევარში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულოთ და საღამოსთვის მეორეხარისხოვანი საქმეები შემოინახოთ.
სასწორი
ამ ეტაპზე უმჯობესია რომანტიკული თავგადასავლებისგან თავი შეიკავოთ — წამიერი ვნებით გატაცებამ შეიძლება ისეთი ურთიერთობები წარმოშვას, რომელთა ტყვეობაშიც აღმოჩნდებით.
ეს კარგი დღეა ხელშეკრულებების გაფორმებისა და სამსახურის შეცვლისთვის. საქმიანი საკითხების მოგვარებისას დიპლომატიის ხელოვნება არ დაგავიწყდეთ — ყოველთვის უმჯობესია შეთანხმება, ვიდრე ღია კონფლიქტი.
ეცადეთ საკუთარ სახსრებს დასჯერდეთ და ბანკის სესხი არ აიღოთ. საღამოს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.
მორიელი
საყვარელი ადამიანი ამ დღეს თქვენ მიმართ განსაკუთრებით ყურადღებიანი იქნება. კოლეგები თქვენს ზოგ იდეას გააკრიტიკებენ, მაგრამ ეცადეთ, ამას მშვიდად შეხვდეთ.
სასურველია, რომ ახლობლებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.
გირჩევთ სამსახურში ზედმეტად ბევრ საქმეს არ შეეჭიდოთ, მაგრამ არც საკუთარი მოვალეობები გადააბაროთ სხვებს.
ჯერჯერობით, სჯობს დიდი შესყიდვებისა და შორეული მგზავრობებისგან თავი შეიკავოთ. შესაძლოა, დაღლილობა და ენთუზიზმის ნაკლებობა იგრძნოთ. ამ შემთხვევაში, მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება.
მშვილდოსანი
უმჯობესია სიყვარულზე ფიქრი ცოტა ხნით დაივიწყოთ და ოჯახურ საქმეებს მიხედოთ — სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა.
ზედმეტად მკაცრმა ქცევამ ან პრეტენზიულობამ შესაძლოა, კონფლიქტები და გაუგებრობა გამოიწვიოს. ასტროლოგები ვარაუდობენ, რომ მშვილდოსნების პოპულარობა და ავტორიტეტი გაიზრდება.
შეგიძლიათ ხელმძღვანელებთან ან გავლენიან ადამიანებთან საქმიანი შეხვედრები გამართოთ. ვარსკვლავები თქვენი ჩანაფიქრებისა და მიზნების განხორციელებას ხელს უწყობენ. მიზანსწრაფულობა და ოპტიმიზმი დაგიფასდებათ და მოლოდინს გაამართლებს.
მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ განტვირთვის დღე მოაწყოთ. მოერიდეთ მარილიან საკვებს და ცომეულს და ეცადეთ ცოტა ხნით ხალხმრავლობას განმარტოვდეთ. ეს მოდუნებაში და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები ოჯახურ ცხოვრებაში. მზად იყავით ახალი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც ფინანსურ ზრდასა და კეთილდღეობას მოგიტანთ. ამ დღეს შეგიძლიათ თამამად წახვიდეთ საქმიან შეხვედრებზე და მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმების არ შეგეშინდეთ.
დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ თუ ემოციებს არ აჰყვებით ეს მნიშვნელოვან ზიანს არ მოგიტანთ.
დამღლელი კვირის ბოლოს ძალები თითქმის გამოგელიათ, ამის გამო იმუნიტეტის შესუსტება და ქრონიკული დაავადებების გამწვავება გელით, ამიტომ გირჩევთ რამდენიმე დღე სახლში დარჩეთ.
მერწყული
თუ ოჯახურმა რუტინამ დაგღალათ, საჭიროა გარემოს შეცვლა — მოგზაურობა და ბუნებაში დასვენება. ახალი პერსპექტიული ნაცნობობა და ნათელი ემოციები თქვენს ფსიქიკასა და განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.
დღეს შეიძლება რამდენიმე ახალი პროფესიული კავშირი დაამყაროთ, რომელიც მომავალში ძალიან გამოგადგებათ.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი — შესაძლოა ძველ მეგობარს შეხვდეთ ან სასიხარულო ამბავი გაიგოთ.
საეჭვო ავანტიურებში ფულის შოვნის მცდელობა წარმატებას არ მოგიტანთ, პირიქით, შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ.
თევზები
შეიძლება ამ დღეს აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როცა საყვარელი ადამიანი ზურგს შეგაქცევთ.
სახლის დალაგება, რასაც დღეს გეგმავდით, უმჯობესია ხვალისთვის გადადოთ — მაშინ ამის ძალაც გექნებათ და სურვილიც.
ფრთხილად იყავით, დღეს შეცდომების ალბათობა მაღალია. ბანკიდან კრედიტის აღება არასასურველია, რადგან შეიძლება, რომ თქვენთვის არახელსაყრელი პირობები შემოგთავაზონ.
ნერვული სტრესისა და ფიზიკური დაძაბულობის მოსახსნელად კარგია აუზში სიარული. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას და კვების მენიუ შეცვალეთ.