
13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ეცადეთ, საკუთარ პრობლემებს სხვა კუთხიდან, მშვიდად შეხედოთ. შესაძლოა, რაღაცას აზვიადებთ, რეალურად კი სანერვიულო არაფერი გაქვთ. სავარაუდოდ, პროფესიული ამოცანების გადაჭრას ადვილად შეძლებთ და ბიზნესიდეების განხორციელებაც შესაძლებელი იქნება. შესანიშნავი დროა შოპინგისა და კარიერული წინსვლისთვის. მოიშორეთ უსაფუძვლო შიშები, რომლებიც მხოლოდ ცხოვრებას გირთულებთ.
კურო
ამ დღეს ყველაფერი წარმატებულია, რაც შემოქმედებას, მეცნიერებას და სულიერ საკითხებს უკავშირდება. ეცადეთ, საქმიანი უნარები ახალი კავშირების დამყარებისთვის გამოიყენოთ. ამ დღეს იმედგაცრუება და მცირე მარცხი არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პირად ურთიერთობებშიც მოსალოდნელია, თუმცა გახსოვდეთ, რომ დაღმართს ყოველთვის აღმართი მოჰყვება და ღამეს – დღე. შესაძლოა, საღამოს ძველი მეგობრები გესტუმრონ და სასიამოვნო ამბებით გაგახარონ.
ტყუპები
დღის პირველ ნახევარში სიფრთხილე გამოიჩინეთ – კანონს ნუ დაარღვევთ და საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეთ, რადგან ამან შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს. არახელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი ამოცანის შესასრულებლად და საბუთებზე ხელის მოსაწერად.
კირჩხიბი
მუშაობის თვალსაზრისით საკმაოდ რთული დღეა. თითქოს წარმატება ახლოსაა, მაგრამ მუდმივად ახალი დაბრკოლებები ჩნდება. მოერიდეთ ადამიანს, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის თქვენს გამოყენებას ცდილობს და გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება დაგაზიანოთ. გირჩევთ, ბიუჯეტი გააზრებულად დაგეგმოთ, რადგან არსებობს ფინანსური დანაკარგების რისკი.
ლომი
ეს დღე იდეალურია სწავლისთვის. წარმატებას მიაღწევენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები და მეცნიერები. შეგიძლიათ თამამად ჩაერთოთ ინტელექტუალურ შეჯიბრებაში — გამარჯვების დიდი შანსია. მოერიდეთ იმპულსურ მოქმედებას კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობისას — ეს შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტად იქცეს.
ქალწული
შესანიშნავი დროა სამსახურის შესაცვლელად. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სანდო პარტნიორები გახდებიან და თქვენი ბევრი წამოწყება წარმატებით დასრულდება. გახსოვდეთ, რომ დროებითი სირთულეების მიუხედავად, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება. პოზიტიური ენერგიით სავსე ხართ. ეცადეთ, ეს ენერგია ახლობლებთან ურთიერთობაში და კეთილი საქმეებისთვის გამოიყენოთ.
სასწორი
პოზიტიური ცვლილებების დროა. ეს ცვლილებები როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებს შეეხება. საქმიანი მოლაპარაკებები, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი წარმატებით წარიმართება. გირჩევთ, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ — გულწრფელი საუბარი კიდევ უფრო დაგაახლოებთ. ახალი ნაცნობობის ნუ შეგეშინდებათ — მომავალში ამ ადამიანისგან ბევრ სიკეთეს მიიღებთ.
მორიელი
ეცადეთ, ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ამ დღეს ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგიყვანოთ. ახლობელი ადამიანის სიტყვების ან საქციელის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ – შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.ფრთხილად შეარჩიეთ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს, სიახლეების ძიების ნაცვლად, გამოცდილი გზებით მოქმედებას არჩევთ და ეს სწორი გადაწყვეტილებაა — თქვენი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი სწორად და სასარგებლოდ გამოიყენოთ. ყურადღება არ მოადუნოთ – მოსალოდნელია სტრესული სიტუაციები, რომლებიც სწრაფად მოქმედებას გაიძულებთ. კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობისას ერიდეთ იმპულსურ ქცევებს, რადგან ეს შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს.
თხის რქა
შეეცადეთ, თავი აარიდოთ იმ ფიქრებსა და ადამიანებს, რომლებიც ტვირთად გაწევთ და თქვენს შიდა სამყაროში არეულობას ქმნიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთული საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ და გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. ხელსაყრელი დროა პოზიტიური ენერგიის დასაგროვებლად. ეცადეთ, ძველი წყენა დაივიწყოთ და ახალი, ნათელი ფიქრებისთვის ადგილი გაათავისუფლოთ.
მერწყული
ამ დღეს ხასიათი მარტის ამინდივით სწრაფად და მკვეთრად გეცვლებათ. ამის მიზეზი შეიძლება გადაღლილობაა. შეეცადეთ, მუშაობის შემდეგ განმარტოვდეთ და ხმაურისგან დაისვენოთ. მოერიდეთ პაემანზე მეგობრების წაყვანას — შესაძლოა, უნებლიედ ნათქვამი სიტყვით საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა დააზიანონ.
თევზები
ამ დღეს ვარსკვლავები სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებიან. დიდი აქტივობებისთვის არახელსაყრელი დღეა — ამ დღეს რემონტის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები და იმედის მომცემი ნაცნობობა. ლოგიკამ შეიძლება მოგატყუოთ, ამიტომ მხოლოდ მას ნუ დაეყრდნობით და ფაქტებით იხელმძღვანელეთ.