1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

841
0

ვერძი

საქმე, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, იმდენად გაგიტაცებთ, რომ სხვა ყველაფერი დაგავიწყდებათ. ამის გამო შეიძლება სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი დავალება შეუსრულებელი დაგრჩეთ და საყვედური დაიმსახუროთ. ერიდეთ კატეგორიულობას და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღებას მოითხოვს. სავარაუდოდ, გაიგებთ ამბავს, რომელიც ძალიან გაგახარებთ.

კურო

როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ, რადგან აჩქარებას შეიძლება მძიმე შეცდომა მოჰყვეს. ამ დღეს წვრილმანები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ არაფერი გამოგეპაროთ. უსმინეთ რას ამბობენ თქვენი კოლეგები და ახლობლები – შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ. ზოგ კუროს წარსულის შეცდომების გამოსწორება მოუწევს. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც სამსახურს, ისე პირად ცხოვრებას. სასურველია, რომ საღამო სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

ტყუპები

ცდილობთ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. მოერიდეთ დაპირებების გაცემას, რომლებსაც ვერასოდეს შეასრულებთ, თორემ შეიძლება ვიღაც ძალიან გაანაწყენოთ. ფიქრებით სხვაგან ხართ, თანამოსაუბრის სიტყვები არ გესმით და ურთიერთობის დამყარებას ვერ ახერხებთ. ხელსაყრელი დროა თვითგანათლებისა და წიგნების კითხვისთვის. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება ძალიან იმედის მომცემი იყოს.

კირჩხიბი

თავი რომ უკეთ იგრძნოთ, დაწყებული საქმე დროულად დაასრულეთ და გათავისუფლდით დაუმთავრებელი დავალების ტვირთისაგან. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურში ვიღაცამ თქვენი აქტიურობა არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. მოერიდეთ სხვა ადამიანების კრიტიკას, თორემ მარტო დარჩებით. საღამო ხელსაყრელია მეგობრებთან შეხვედრისა და ახალი ნაცნობობისთვის. ამ დღეს რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ, მით უკეთესია.

ლომი

ამ დღეს საკუთარი შრომისა და ძალისხმევის ნაყოფს იხილავთ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება. ყურადღებით უსმინეთ რას ამბობენ თქვენი კოლეგები, რომ არ გამოტოვოთ ღირებული ინფორმაცია. სავარაუდოდ, ამ დღეს ოჯახური საქმეების კეთება ან ავადმყოფი ნათესავზე ზრუნვა მოგიწევთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალი იდეებით შთაგაგონებთ. სასურველია, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

ქალწული

არ ინერვიულოთ და ნაადრევი დასკვნების გამოტანას ერიდეთ. სამსახურში ახალი დავალება გელით, რომელიც მშვიდად და ეტაპობრივად უნდა გადაჭრათ. შესაძლოა, ჯილდო ან საყვედური მიიღოთ – ყველაფერი წარსულში თქვენს მოქმედებებზეა დამოკიდებული. გაითვალისწინეთ კოლეგების პრაქტიკული რჩევები და ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს.

სასწორი

ამ დღეს ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ, მაგრამ პასუხს ყველაზე ვერ მიიღებთ. ყურადღებით მოუსმინეთ მეგობრებისა და ნათესავების რჩევებს და შეიძლება რთული ვითარებიდან გამოსავალს მიაგნოთ. დაწყებული საქმე შეფერხებით მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოოდ, საქმეს გაუმკლავდებით. საღამოს მიღებულმა ინფორმაციამ შეიძლება თქვენი შეხედულება ცხოვრების ზოგიერთ ასპექტზე მთლიანად შეცვალოს. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება, კარიერულ წინსვლაში ხელი შეგიშალოთ.

მორიელი

დღევანდელი მუშაობის შედეგები არ გაგახარებთ – გამუდმებით შეცდომას უშვებთ ან სხვისი შეცდომის გამოსწორება გიწევთ. მთავარია დაასრულოთ დავალება, რომლის გადადებაც არ შეიძლება. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარში ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მშვილდოსანი

პრობლემები შეიძლება დილიდანვე დაიწყოს, ამიტომ რთული და გრძელი დღისთვის უნდა მოემზადოთ. სავარაუდოდ, შუა დღეს ენერგიის დონე მკვეთრად დაიკლებს და დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდებათ. ნუ ინერვიულებთ, საღამოს სიტუაცია გამოსწორდება და დასვენებას შეძლებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – დროა ვარჯიში და დიეტა დაიწყოთ.

თხის რქა

ახალი საქმის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ დაწყებული საქმეების დასრულებაზე უნდა იზრუნოთ. ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ და თქვენი დაუფიქრებელი სიტყვით საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ. კარგი იქნება საღამოს გატარება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, რომელთა გარემოცვაშიც თავს მშვიდად გრძნობთ.

მერწყული

ფიქრში დროს ნუ დაკარგავთ, ამ დღეს მეტი უნდა იმოქმედოთ. მოულოდნელი შეხვედრები, ახალი ინფორმაცია და სასიხარულო სიახლეები გელით, მაგრამ საბუთებზე ხელის მოწერისა და მოლაპარაკებებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ეცადეთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ, რადგან მათი აყოლა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგონათ, ამიტომ გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ, რადგან ვიღაც აუცილებლად ხელს შეგიშლით. ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა მიზეზით გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ბოროტ ენებს და ისე იცხოვრეთ, როგორც თავად გსურთ.