1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

664
0

ვერძი

ვერძ მამაკაცებს პაემანი ელით, რომელიც ორმხრივი კმაყოფილებით დასრულდება. მოუწყვეთ საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს პატარა წვეულება, მაგრამ ალკოჰოლურ სასმელს მოერიდეთ. ვერძ ქალებს საოჯახო საქმეები თავბრუს დაახვევთ. გამორიცხული არ არის, ბოლო დღეების გადაუჭრელი პრობლემებმა თავი შეგახსენოთ. ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიხარულს მოგანიჭებთ.

კურო

კუროების სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, გეგმების განხორციელებას შეუდგეთ და ამ საქმეში თანამოაზრეებიც მიიზიდოთ. თქვენი კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა სიმშვიდის და წონასწორობის განცდას მოგანიჭებთ. ეცადეთ, დღის პირველი ნახევარი ბუნებაში, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის გაატაროთ. გირჩევთ, თქვენი აზრები და გამოცდილება სხვა ადამიანებს გაუზიაროთ. ისწავლეთ და ასწავლეთ. სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რომელიც თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ.

ტყუპები

ეს დღე ბიზნესმენ ტყუპებს წარმატებებს მოუტანს. სავარაუდოდ, ხანგრძლივი მოგზაურობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები გელით. არ არის გამორიცხული ახალი რომანის დაწყება ან ძველი ურთიერთობების განახლება. იყავით მზად იმისთვის, რომ ოჯახის უფროს წევრებთან გაუგებრობა გექნებათ. იუმორის გრძნობა ცუდ განწყობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. დასვენება და ძილი ენერგიასა და ოპტიმიზმს დაგიბრუნებთ.

კირჩხიბი

ეს დღე მოწყალების გაღებას, გვერდში დგომას და განკურნებას უკავშირდება. სავარაუდოდ, კოლეგები ან მეგობრები თქვენგან დახმარებას ელიან. ბოლო დღეების უსიამოვნო მოვლენები თავს შეგახსენებთ.

ლომი

ლომ მამაკაცებს რომანტიკული პაემანი ელით, რომელიც ორმხრივი კმაყოფილებით დასრულდება. გირჩევთ, საყვარელი ადამიანის პატივსაცემად პატარა წვეულება მოაწყოთ, მაგრამ ალკოჰოლურ სასმელს არ გაეკაროთ, თუ ჯანმრთელობის პრობლემები არ გსურთ. ლომი ქალები ცდილობენ, რომ ოჯახურ და საზოგადოებრივ საქმეებს შორის დრო თანაბრად გაანაწილონ.

ქალწული

ხელსაყრელი დროა კომერციული გარიგებების, შესყიდვებისა და სარისკო საქმეებისთვის. ქალებს საინტერესო შეხვედრა ელით. არ არის გამორიცხული ახალი რომანის დაწყება ან ძველი ურთიერთობების განახლება. მამაკაცებს ბოლო დღეების გადაუჭრელი პრობლემები თავს შეახსენებენ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, შვებულება აიღოთ და დასასვენებლად გაემგზავროთ, თორემ ცუდ განწყობას და დეპრესიას თავიდან ვერ აიცილებთ. გადაჭარბებულმა ემოციურობამ შეიძლება პირად ცხოვრებაში უსიამოვნებები მოგიტანოთ. ეცადეთ, ყურადღება პოზიტიურ აზრებზე გაამახვილოთ და ეგოიზმისგან გათავისუფლდეთ.

მორიელი

ეს დღე იმედგაცრუებას და დანაკარგებს უკავშირდება. ფინანსური მდგომარეობა თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუარესდება. უახლოეს მომავალში ფულის მიღების იმედი არ უნდა გქონდეთ. ვალის აღებას ერიდეთ და ეცადეთ, ეკონომიის რეჟიმში გადახვიდეთ. მოსალოდნელია სიყვარულში იმედგაცრუება.

მშვილდოსანი

მოსალოდნელია ხანგრძლივი მოგზაურობა, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და რომანტიკული თავგადასავლები. ალბათ, დაუმთავრებელი საქმე და ბოლო დღეების გადაუჭრელი პრობლემები თავს შეგახსენებთ. სცადეთ, ყურადღება პოზიტიურ აზრებზე გაამახვილოთ. გამორიცხული არ არის ახალი სასიყვარულო რომანის გაჩაღება ან ძველი ურთიერთობების განახლება.

თხის რქა

ვარსკვლავები მამაკაცებს აფრთხილებენ, რომ ფიზიკურ დატვირთვას და კოლექტიურ საქმიანობას მოერიდონ. საღამოს შეიძლება, თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ერიდეთ ალკოჰოლური სასმელებს, ხორციან კერძებს და ცხარე სანელებლებს. თხის რქა ქალებს ახალი რომანი ან ძველის განახლება ელით.

მერწყული

პროვოკაციებითა და მოულოდნელობებით სავსე დღეა. თავი შორს დაიჭირეთ ხალხმრავალი ადგილებისა და კონფლიქტური სიტუაციებისგან. მოერიდეთ საზოგადოებრივ ღონისძიებებს. ეცადეთ, დაისვენოთ და სიტუაცია მშვიდ გარემოში გააანალიზოთ. კარგი ინტუიცია მოვლენების არსის ობიექტურ შეფასებაში დაგეხმარებათ.

თევზი

ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისთვის. შეუპოვრობა და ყურადღების კონცენტრირება საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში პირად ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელობა გელით, მათ შორის, ნაკლებად სასიამოვნოც. არაფერზე ინერვიულოთ. ნებისმიერ დაბრკოლებას ადვილად გადალახავთ.