1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

365
0

ვერძი

შეიძლება, იმაზე მეტი ფულის დახარჯვა მოგიწიოთ, ვიდრე გეგმავდით! ამ დღეს თქვენს ქმედებებს, ლოგიკის ნაცვლად, ინტუიცია განაპირობებს, თუმცა მხოლოდ ინტუიციის იმედად არ უნდა იყოთ – ეცადეთ, თავი დაიზღვიოთ.

კურო

ამ დღეს ისეთ თავდაჯერებას იგრძნობთ, რომ მზად ხართ „მთები გადააბრუნოთ.“ ეს საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ დავალებას წარმატებით გაუმკლავდეთ და საპირისპირო სქესის წარმომადგენლებიც მოხიბლოთ.

ტყუპები

ამ დღეს თავი უჩვეულო და კრეატიული იდეებით სავსე გაქვთ. რამე რომ არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი ჩაიწერეთ – ოდესმე ეს იდეები აუცილებლად გამოგადგებათ. ზოგადად, ნებისმიერი საქმე და გეგმა, რომელშიც შემოქმედებითი მარცვალია, წარმატებას მოგიტანთ. მთავარია, საკუთარ წარმოსახვას ხელოვნური წინაღობა არ შეუქმნათ.

კირჩხიბი

კირჩხიბებო, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ წარმატების მისაღწევად, დროდადრო „ჩარჩოებს“ გასცდეთ და ოცნებების გზაზე იაროთ. იდეალური დღეა ყველაზე უჩვეულო, თუნდაც ფანტასტიკური მოქმედებისთვის. დროთა განმავლობაში ამ წარმოუდგენელი იდეებიდან ბევრი რამ რეალობად იქცევა.

ლომი

დროა, საკუთარ ცხოვრებაში სიახლე შეიტანოთ! სულ ერთია, რას შეცვლით – თმის ფერს თუ ოთახის ინტერიერს, თქვენი ნებისმიერი წამოწყება გარშემო მყოფთა მოწონებას დაიმსახურებს. გახსოვდეთ, რომ წარმატებული ექსპერიმენტებით ბევრის მიღწევაა შესაძლებელი.

ქალწული

ეცადეთ შესაძლებლობა გამოიყენოთ – პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს დაწყებული კავშირი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

სასწორი

სასწორები ნებისმიერი ადამიანის ყურადღების მიქცევას შეძლებენ! ძალისა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ და უნებლიეთ გარშემო მყოფთა პროვოცირებასაც ახდენთ. გასაკვირი არ არის, რომ ეს ბევრს არ მოეწონება, ამიტომ მოსალოდნელია კონფლიქტი. ვარსკვლავები სასწორებს ურჩევენ, ენერგია სიყვარულზე დახარჯონ და არა ჩხუბზე.

მორიელი

ამ დღეს თქვენი ინტუიცია წარმოუდგენლად ზუსტია, თუნდაც საქმე სამუშაოს ეხებოდეს. მეექვსე გრძნობა სწორ გზას გიჩვენებთ იქ, სადაც ინფორმაცია, გამოცდილება ან ცოდნა გაკლიათ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისგან დაგიცავთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ყველაფერს აზვიადებთ – კარგსაც და ცუდსაც! შედეგად, თქვენთვის ადამიანები და მოვლენები შავი და თეთრი პრინციპის მიხედვით იყოფა. „შავ მხარეს“ მოქცეულ ახლობლებს ამ დღეს თქვენგან ბევრი კრიტიკული შენიშვნის მოსმენა მოუწევთ. თუმცა, ასეთ დამოკიდებულებას თავისი უპირატესობაც აქვს – შეიძლება ის შენიშნოთ, რასაც სხვა დროს ვერ ხედავდით. ეს ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ, რომელიც ყურადღებას მოითხოვს.

თხის რქა

ამ დღეს თხის რქა შეძლებს, არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ გარშემო მყოფი ყველა ადამიანი გაამხიარულოს. ამასთანავე, ხელიდან არ გაუშვებთ შესაძლებლობას, რომ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს თავი მოაწონოთ.

მერწყული

მერწყული სავსეა ენერგიით, რომელიც სასურველია საკუთარი ცხოვრებისა და სახლის კეთილმოწყობისკენ მიმართოს. ამ დღეს შეგიძლიათ, გასაოცარი კულინარიული შედევრი შექმნათ. მთავარია, მოინდომოთ.

თევზი

ვარსკვლავები გპირდებიან, რომ დაძაბული სიტუაციიდან გამოსვლას შეძლებთ. ეცადეთ, ეს დღე რაღაც ახლისა და საინტერესოს სასწავლად გამოიყენოთ.