1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 10 მარტის ამინდის პროგნოზი
10 მარტის ამინდის პროგნოზი

10 მარტის ამინდის პროგნოზი

722
0

10 მარტს ქუთაისში ღრუბლიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი ამინდია, დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +8, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც იწვიმებს, +7 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მოთოვს, დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლს ელოდებიან, დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

ბორჯომში თოვაა ნავარაუდები. +2 იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -11 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლს ელოდებიან გორში, დღისით +6 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში თოვას პროგნოზირებენ, დღისით ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით 0, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავში, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში უნალექო ამინდია. დღისით 10 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღე იქნება, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან დღეს ელოდებიან რუსთავში, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.