1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2.02K
0

ვერძი

ეს დღე შესაფერისია ინფორმაციასთან მუშაობისთვის. შეეცადეთ, უფრო მჭიდრო კონტაქტში იყოთ ოჯახის წევრებთან – ისინი გიხსნიან ნაჩქარევი ნაბიჯებისგან. ახლა მნიშვნელოვანია ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა, რომლებიც მალე ძალიან გამოგადგებათ.

კურო

ბედი შანსს გაძლევთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ! დღის განმავლობაში შეიძლება ფულადი ბონუსი ან ძველი ვალი მიიღოთ. თუ უფრო შემოსავლიანი სამსახურის მოძებნას გეგმავთ, ამისთვის უკეთეს დღეს ვერ იპოვით.

ტყუპები

ოპტიმისტური განწყობა დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში გეხმარებათ. ერთფეროვან სამუშაოს თუ პროექტს, რომელიც ანალიზს მიდგომას საჭიროებს, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. ეცადეთ საღამოს დიდი ხნის უნახავი ნათესავი მოინახულოთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარება შესთავაზოთ.

კირჩხიბი

კეთილსინდისიერი შრომისთვის შეიძლება მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ. ეს შეიძლება, მენეჯმენტის მხრიდან მადლიერება ან დაწინაურებაც კი იყოს. თუმცა, თქვენს ცხოვრებაში სხვა სასიამოვნო სიურპრიზებიც შესაძლებელია. ერთი სიტყვით, ხვალ ბედი გაგიღიმებთ და შეიძლება ეს თქვენს ცხოვრებაში წარმატების ახალი სერიის დასაწყისი იყოს.

ლომი

რთული და მოვლენებით დატვირთული დღე გელით – მოვლენები შეიძლება იმაზე რადიკალურად განხვავებულად განვითარდეს, ვიდრე თქვენ დაგეგმეთ. ფრთხილად იყავით, შესაძლოა ინიციატივა ხელიდან გაგექცეთ და სიტუაცია ვეღარ გააკონტროლოთ. სავარაუდოდ, ეს არასაკმარისი ინფორმირებულობის შედეგი იქნება. ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ ის საქმე აკეთოთ, რაც კარგად იცით.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, იმ პროექტის განხორციელებას შეუდგეთ რომელზედაც დიდი ხანია, ფიქრობთ. შესაძლოა, სწორედ ხვალ რაღაც სასიამოვნო სიახლე გაიგოთ, რომელიც უახლოეს მომავალში პროექტის დაწყებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ეს შანსი გამოიყენოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება რაღაც ჭორებმა თქვენს სამსახურზე, სტატუსსა თუ ცხოვრების დონეზე უარყოფითად იმოქმედონ! უფრო მეტიც, შესაძლოა, თქვენივე ნათქვამმა დაგაზარალოთ, ამიტომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, სხვა ადამიანების შესახებ საუბრისგან თავი შეიკავოთ. სამაგიროდ, ყურადღებით უსმინეთ ყველაფერს, რასაც თქვენ გარშემო ამბობენ – ეს საშუალებას მოგცემთ, ჭორების წყარო იპოვოთ და მისგან თავი დაიცვათ.

მორიელი

ამ დღეს სხვა ადამიანების გამო დიდ იმედგაცრუებას იგრძნობთ, ამიტომ ზედმეტად კატეგორიულად და მკაცრად განსჯით ყველას. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემო ნაკლებად იყუროთ და საკუთარ საქმეს მიხედოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, ახალი სიმაღლეები დაიპყროთ და ძველი დიდება დაიბრუნოთ!

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსნის მამოძრავებელი ძალა ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი კონკურენციაა. ის გაიძულებთ, რომ ჩვეულებრივზე უფრო ენერგიულად იმოქმედოთ. შესაძლოა, სწორედ კონკურენციამ გადაგადგმევინოთ ისეთი ნაბიჯი, რომელსაც ადრე სიფრთხილის გამო მოერიდებოდით. რამდენად გამართლდება ეს რისკი, მოგვიანებით გაირკვევა.

თხის რქა

ამ დღეს ზედმეტად მოწესრიგებული, თუმცა, ამავდროულად, კატეგორიული ხართ. ყოველ შემთხვევაში, გარშემო მყოფებს ასე ეჩვენებათ – ერთი მხრივ, სხვა ადამიანებს თქვენს საქმეში ჩარევის უფლებას არ აძლევთ, მეორე მხრივ, გარშემო ყველას აკრიტიკებთ. დარწმუნებული ხართ, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებთ და შეიძლება მართლაც იყოთ.

მერწყული

ზუსტად იცით, როდის, სად და როგორ იმოქმედოთ და ეს თქვენი წარმატების გასაღებია. სიტუაცია თქვენგან სწორად ორიენტირებას და საკუთარი იდეების ისე გამოხატვას მოითხოვს, რომ სხვებსაც მოეწონოთ. მოქმედების ყველა შესაძლო ვარიანტიდან ხვალ თქვენთვის ყველაზე მომგებიანს აირჩევთ, თუნდაც ამისთვის საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა მოგიწიოთ.

თევზები

ნებისმიერი წამოწყებისთვის ხელსაყრელი დღეა! თითქმის ყველაფერი, რასაც ამ დღეს ხელს მოჰკიდებთ, უახლოეს ხანებში მოგებას და წარმატებას გპირდებათ. ამიტომ შეგიძლიათ, ახალი გეგმები შეადგინოთ, ახალი პროექტები დაიწყოთ და ახალი მიზნები დაისახოთ. ერთადერთი, რაც ხვალ ხელს შეგიშლით, შურიანი ადამიანის კრიტიკაა, რომელმაც შეიძლება თავდაჯერება დაგაკარგვინოთ.