1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 1 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

770
0

ვერძი

თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ნებისმიერი რთული საქმის დაწყება და წარმატებით დასრულება შეგიძლიათ. თუ მეგობრებმა თეატრში ან მხიარულ წვეულებაზე მიგიწვიეს, უარს ნუ ეტყვით, თორემ საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსს დაკარგავთ. ცუდი დღეა სექსისთვის, უმჯობესია სხვა საქმით დაკავდეთ.

კურო

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებით, იმედგაცრუებით და ინტრიგებით, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან კოლეგის დაუდევრობის გამო შეიძლება შეცდომა დაუშვათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება – შესაძლოა, თქვენი ურთიერთობის გაწყვეტამდე მივიდეს საქმე.

ტყუპები

ეს დღე კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან თქვენს ურთიერთობებს უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. გახსოვდეთ, რომ ახლობელი ადამიანების მოტყუებით მხოლოდ თავად დაზარალდებით. უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება.

კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, რომ დილას თავი შეუძლოდ და გამოფიტულად იგრძნოთ, თუმცა საღამომდე ძალას აღიდგენთ. სავარაუდოდ, არასახარბიელო სიახლეები ან გარემოებათა არახელსაყრელი დამთხვევა გელით. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, ეს საუკეთესო დღეა მათთან შესახვედრად. დაეხმარეთ ადამიანს, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ.

ლომი

ლომი მამაკაცები რაინდული საქციელით გარშემო მყოფებს გააოცებენ. თუ გსურთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, გირჩევთ, შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილით დაგეგმოთ.

ქალწული

ეს დღე შემოქმედ ქალწულებს წარმატებას მოუტანს. გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა სიტუაცია ყურადღებით შეისწავლოთ. გირჩევთ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მხედველობიდან დიდი ხნით არ დაკარგოთ. ყველაფრის დაგეგმვა შეუძლებელია, ამიტომ სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ოჯახური საქმეები დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ეცადეთ, ადრე დაიძინოთ. ხვალისთვის მხნეობა და ძლიერი ნებისყოფა დაგჭირდებათ.

მორიელი

დროა, დანებდეთ გრძნობას, რომელმაც მთლიანად დაგიპყროთ. პროექტი, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს და გონიერებას მოითხოვს. ბევრი მორიელი საღამოს სიყვარულსა და გართობას დაუთმობს.

მშვილდოსანი

ეს დღე ხელსაყრელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის, თუმცა სარისკო მოქმედებებს უნდა მოერიდოთ. სამსახურში, უფროსთან რთული საუბარი გელით, მაგრამ საკუთარ სიმართლეში მის დარწმუნებას შეძლებთ.

თხის რქა

ამ დღეს დაუგეგმავი ხარჯები გელით. სასურველია, რომ შინაური ცხოველების ვეტერინართან მიყვანას მოერიდოთ და თუ საჩქარო არაა, ეს ვიზიტი რამდენიმე დღით გადადოთ. დაეხმარეთ ახლობელ ადამიანს და სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ.

მერწყული

ზოგჯერ მოზღვავებული ენერგია რეალობის დანახვაში ხელს გიშლით. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა გაუგებრობის მოგვარებასა და ნდობის აღდგენაში დაგეხმარებათ. გადადეთ ფინანსური პრობლემების მოგვარება და რამდენიმე დღე საბუთებზე ხელი არ მოაწეროთ.

თევზები

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. თუ შესაძლებელია, გირჩევთ მივლინება რამდენიმე დღით გადადოთ. თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ და მუშაობის გაგრძელება გიჭირთ, შვებულება აიღეთ და ოჯახთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრეთ.