,,შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“- ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი განცხადებას ავრცელებს

თეა მოსაშვილი
0
1.23K
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი განცხადებას ავრცელებს. „მოგესალმებით, ისევ ჩვენ, ისევ თეატრის წინ, ისევ ქუჩიდან! ჩვენ გვაიძულეს, დაგვეტოვებინა ჩვენი პროფესიული სივრცე და გამოვსულიყავით გარეთ ჩვენი მაყურებლისთვის, რომელიც 45-ე დღეა, შინ არ შესულა. ჩვენ გავჩერდით იმ უსამართლობის გამო, რომელიც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში! ჩვენ შევწყვიტეთ ჩვენი სპექტაკლები – ანდროსთვის, რომელიც უკანონოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე იმყოფება რეჟიმის […]

,,ვერასოდეს ნახავენ მორჩილ თეატრს”-დავით დოიაშვილი

თეა მოსაშვილი
0
786
მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა პოლიტპატიმრების ადვოკატების მიერ გასაჩივრებული გუშინდელი გადაწყვეტილების გადახედვას და მის გამოშვებას, არაუგვიანეს ამა წლის 20 იანვრამდე – ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, ჩვენ პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე, ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას, – ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, დასის წევრებთან ერთად თეატრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. […]

ვასილ მაღლაფერიძე – ღია წერილი ყოფილ მეგობარს

თეა მოსაშვილი
0
2.55K
შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს კონგრესმენებმა მოთხოვნა გაუგზავნეს ოცდახუთი ადამიანის, მათ შორის, ჩემი დასანქცირების შესახებ, რადგან, თურმე ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს ვთხრით და „ჩინეთის, რუსეთის და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრას“ ვუწყობთ ხელს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სახელწოდებით – „ღია წერილი ყოფილ მეგობარს“. როგორც მაღლაფერიძე […]

,, აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად მოტივირებული იყო”- შალვა პაპუაშვილი

თეა მოსაშვილი
0
881
“აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკის მოსამართლემ არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიუსაჯა უპირობო გამოშვება – რაც იშვიათი განაჩენია და ნიშნავს, რომ ტრამპს ინაუგურაციამდე 10 დღით ადრე უდასტურდება გაყალბების 34 შემთხვევის ბრალდება, თუმცა არანაირი სასჯელი არ უწესდება.” საიდანაც არ უნდა შეხედო ამ საქმეს, ერთი რამ უტყუარად დადასტურდა, რომ ამ საქმეში აშშ-ის მართლმსაჯულება, როგორც ბრალდების, ისე განაჩენის ნაწილში სრულად პოლიტიკურად […]

,,პროტესტის სოციოლოგია ზედაპირზე დევს” – ლაშა ნაცვლიშვილი

თეა მოსაშვილი
0
1.08K
პროტესტის სოციოლოგია ზედაპირზე დევს 1. ძალაუფლებისთვის მებრძოლი პარტიული ბოსები, პარტაქტივი, მათივე მედია და მათთანვე შეზრდილი ენჯიო; 2. ბალნოები – ხშირად მეორე თაობის ან მეორე ხოდკის (გამგები გაიგებს); 3. დაუფასებელ-დაბოღმილები; 4. გულწრფელი, მაგრამ თვალღია (ხილული) ბრმები – ძირითადად, ახალგაზრდობა და მათთან მიკედლებული, კლინიკურად პერფექციონისტი ინტელიგენცია. პირველი სამის დახასიათებაზე არ შევჩერდები, რადგან ვაფასებ მკითხველს – ჩემზე უკეთ […]

,,მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშობლოს უღალატა”-სოზარ სუბარი

თეა მოსაშვილი
0
521
არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ არათუ თავიდან არ აიცილა ომი, არამედ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ომში ჩართულიყო, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშობლოს უღალატა. ამ ღალატს კი აუცილებლად უნდა მიეცეს, პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება. „ხშირად გვეკითხებიან და […]