საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! – მიხეილ ყაველაშვილი

Admin Tamuna
0
896
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. „საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და სიმტკიცის უმთავრესი ეროვნული სიმბოლო. ჩვენი ქვეყნის ხუთჯვრიანი დროშა არა მარტო სახელმწიფოებრიობის, არამედ ეროვნული ცნობიერების, სიამაყის, პასუხისმგებლობის და ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის თვალსაჩინო განსახიერებაა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! […]

ზუგდიდში, აქციაზე პიროტექნიკის მიტანის გამო პოლიციასა და „დროას“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

თეა მოსაშვილი
0
1.69K
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილებს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და პარტიის სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციის დაწყებამდე ელენე ხოშტარიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს, გურამ ზესაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პიროტექნიკის გამო, რომელიც ელენე ხოშტარიას თან ჰქონდა. პოლიციამ ხოშტარიას პიროტექნიკა ჩამოართვა. მიუხედავად ამისა, ადგილზე მყოფებმა რამდენიმე ფოიერვერკის გაშვება მაინც მოახერხეს, რასაც „დროას“ […]

კალანდა -14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება

თეა მოსაშვილი
-1
435
14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება. ახალ წელს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულად ხვდებოდნენ. გურიაში ახალ წელს “კალანდას” ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილი დიდის, ხსენების დღეს ემთხვევა. 14 იანვარს, გურიაში, მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან. მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად […]

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

თეა მოსაშვილი
0
935
ვერძი: ურთიერთგაგება და მეგობრული კომუნიკაცია დაგეხმარებათ თანამოაზრეების პოვნასა და მათი მხარდაჭერის მოპოვებაში. კურო: საინტერესო დღე გელით. შესაძლოა, გაგიჩნდეთ ინტერესი ახალი სფეროს მიმართ. დაუგეგმავი მოკლე მოგზაურობები ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, წვრილმანებზე არ იჩხუბოთ ახლობლებთან. ტყუპი: შეგიძლიათ დაიწყოთ დიდი ხნის სურვილებისა და გეგმების რეალიზება. გამოიყენეთ საყვარელი ადამიანების რჩევები. ეცადეთ, შეიკავოთ ემოციები და არ დაიწყოთ ჩხუბი. კირჩხიბი: ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ მიზნის მისაღწევად. […]

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 3 პირს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თეა მოსაშვილი
0
828
ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ნოდარ ფრანგიშვილს, ოთარ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. საქმე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ განიხილა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილება საპროტესტო აქციის მონაწილეებმაც გააპროტესტეს. „ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ხუთდღიან პატიმრობაში გაუშვა მათე და ჩვენი თანამებრძოლები მურისიძე-ჩინჩალაძის კრიმინალურმა სინდიკატმა. ვერ დაგვღლით, ვერ გაგვტეხთ, ვერ გაგვაჩერებთ“, – განაცხადა აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ […]

ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს

თეა მოსაშვილი
0
1.12K
ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს. ამასთან, მისი თქმით, უნდა მოხდეს უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება, ხოლო „უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს“ შედეგები მოჰყვეს. „ევროკავშირი გმობს შაბათ-კვირას ბათუმსა და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების […]