“პანიკა თურქეთში: მეზობელი ქვეყანა საქართველო მისთვის ტურისტების წართმევას ცდილობს” -Daily Express

Editor Dali
0
430
ბრიტანული გაზეთის „დეილი ექსპრესის“ (Daily Express) 12 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პანიკა“ თურქეთში: მეზობელი ქვეყანა საქართველო მისთვის ტურისტების წართმევას ცდილობს“ (ავტორი – ელეონორა ბერლი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ბოლო წლებში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გაიაფებულმა ტურისტულმა მარშრუტებმა მთელ მსოფლიოში მოგზაურების რაოდენობის ზრდა გამოიწვია, მაგრამ თურქეთი ერთ-ერთ იმ ქვეყანას წარმოადგენს, რომელშიც ტურისტების რაოდენობის ზრდა კი არა, შემცირება შეიმჩნევა. და ახლა თურქეთს მეტოქე […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოკორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ

Editor Dali
0
385
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ჩრდილოეთკორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს, რომლებიც კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ. „მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოახერხებენ ჩვენი ბიჭები კიდევ სხვების დაკავებას. მსოფლიოში არავინ უნდა ეჭვობდეს, რომ რუსეთის არმია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული. პუტინმა სამი წლის წინ ნატო-სთვის ულტიმატუმებით […]

“5 საუკეთესო ტურისტული მიმართულება 2025 წლისათვის: საქართველო” -The Independent

Editor Dali
0
170
ბრიტანულ გაზეთ “ინდეფენდენთში” (The Independent) რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებულია სტატია “5 საუკეთესო ტურისტული მიმართულება 2025 წლისათვის: საქართველო” (ავტორი – საიმონ კოლდერი), რომელშიც მოცემულია მსოფლიოს შედარებით ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ეგზოტიკური ტურისტული მარშრუტები, მათ შორის საქართველოც. აქვე შევნიშნავთ, რომ საიმონ კოლდერი – „ინდეფენდენთის“ ჟურნალისტი – დასპეციალებულია ტურიზმის დარგში და, როგორც გაზეთშია აღნიშნული, ამ მხრივ დიდ ბრიტანეთში ცნობილ ექსპერტად ითვლება, ანუ მისი რეკომენდაცია, თუ რომელი ქვეყანა უნდა იქნას სამოგზაუროდ […]

 როგორც იქნა, დავბრუნდი ქალაქში, თბილისი – ევროპის ნამდვილი დედაქალაქი -მიხაელ როთი

Editor Dali
0
860
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში იმყოფება. ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „როგორც იქნა, დავბრუნდი ქალაქში. თბილისი – ევროპის ნამდვილი დედაქალაქი”,- წერს მიხაელ როთი სოციალურ ქსელში. რამდენიმე დღის წინ მიხაილ როთმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ჩამოდის. „მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მომავალ კვირას. მინდა, მხარი დავუჭირო ყველა თავდადებულ […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

Editor Dali
0
278
13 იანვარს ქუთაისში +18 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +17 […]

ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ის რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას -მამუკა ხაზარაძე

Editor Dali
0
534
ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს – საქართველოს და მისი ევროპული მომავლის იდეის გამარჯვება! – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ შეხვედრა უპირველესად, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართეს. ხაზარაძე ამბობს, […]