დონალდ ტრამპს XIX საუკუნის იმპერიალიზმის აღორძინება სურს: „დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება!” – The Washington Post

Admin Tamuna
0
476
აშშ-ის გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 12 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპს XIX საუკუნის იმპერიალიზმის აღორძინება სურს: „დავუბრუნოთ რუსეთს ძველი დიდება!“ // რასაც ტრამპი კანადაზე ამბობს, იგივეს აცხადებს პუტინი უკრაინაზე“ (ავტორი – ფარიდ ზაკარია, ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში კრიტიკული თვალსაზრისითაა გადმოცემული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც ტერიტორიულ ექსპანსიას ეხება. გთავაზობთ სტატიას […]

Financial Times-ი მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Editor Dali
0
161
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს easyJet-ი და British Airways-ი იწყებენ. „აპრილიდან თბილისის მიმართულებით easyJet-ი იფრენს, აქამდე აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე easyJet-ი ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში British Airways-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ბოლო ფრენა […]

„საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო ირაკლი გილაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
655
„საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital PLC) დირექტორთა საბჭო ირაკლი გილაურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დირექტორთა საბჭო ეხმაურება „რადიო თავისუფლების“ მიერ წინა კვირაში გავრცელებულ სტატიას. „კერძოდ, სტატიაში ნახსენები იყო, რომ აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოცემული იყო 25 სხვადასხვა პირისგან შემდგარი სია. მათ შორის მოხსენიებული იყო „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე […]

“დონალდ ტრამპი კრიზისულ სიტუაციაში საკუთარ თავს ძალიან ნეგატიურად ავლენს”-The New York Times

Editor Dali
0
344
„აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა თავისი დაპირება რომ შეასრულოს უკრაინაში „მშვიდობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებაზე“, მას მოუწევს კიევი დაარწმუნოს, რომ დამარცხებას შეურიგდეს“, – წერს ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) პუბლიკაციაში სათაურით „დონალდ ტრამპი კრიზისულ სიტუაციაში საკუთარ თავს ძალიან ნეგატიურად ავლენს“, რომელშიც რედაქტორის მოადგილე პატრიკ ჰილი აშშ-ის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და რისკებზე სამ ექსპერტს  – პოლიტიკურ მიმომხილველებს – ესაუბრება: დევიდ ფრენჩს, ლიდია პოლგრინს და ბრეტ სტივენსს. […]

“პანიკა თურქეთში: მეზობელი ქვეყანა საქართველო მისთვის ტურისტების წართმევას ცდილობს” -Daily Express

Editor Dali
0
430
ბრიტანული გაზეთის „დეილი ექსპრესის“ (Daily Express) 12 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პანიკა“ თურქეთში: მეზობელი ქვეყანა საქართველო მისთვის ტურისტების წართმევას ცდილობს“ (ავტორი – ელეონორა ბერლი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: ბოლო წლებში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გაიაფებულმა ტურისტულმა მარშრუტებმა მთელ მსოფლიოში მოგზაურების რაოდენობის ზრდა გამოიწვია, მაგრამ თურქეთი ერთ-ერთ იმ ქვეყანას წარმოადგენს, რომელშიც ტურისტების რაოდენობის ზრდა კი არა, შემცირება შეიმჩნევა. და ახლა თურქეთს მეტოქე […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოკორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ

Editor Dali
0
383
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ჩრდილოეთკორეელი სამხედროების დაკითხვის ვიდეოს აქვეყნებს, რომლებიც კურსკის ოლქში ტყვედ აიყვანეს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, ისინი სამშობლოში დააბრუნოს რუსეთში მყოფი უკრაინელი ტყვეების სანაცვლოდ. „მხოლოდ დროის საკითხია, როდის მოახერხებენ ჩვენი ბიჭები კიდევ სხვების დაკავებას. მსოფლიოში არავინ უნდა ეჭვობდეს, რომ რუსეთის არმია ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დახმარებაზეა დამოკიდებული. პუტინმა სამი წლის წინ ნატო-სთვის ულტიმატუმებით […]